"ცდი­ლობ­და, გო­გო­ნე­ბი და­ე­მარ­ტო­ხე­ლე­ბი­ნა... ცალ-ცალ­კე შეჰ­ყავ­და ოთახ­ში" - რატომ არის შემზარავ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი დღემდე დაუსჯელი?

"ცდი­ლობ­და, გო­გო­ნე­ბი და­ე­მარ­ტო­ხე­ლე­ბი­ნა... ცალ-ცალ­კე შეჰ­ყავ­და ოთახ­ში" - რატომ არის შემზარავ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი დღემდე დაუსჯელი?

შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი, რომ­ლის დე­ტა­ლებ­ზეც ვი­სა­უბ­რებთ, ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვე­ღარ უძ­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხ­დარ­ზე სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მეც აღ­ძ­რეს, არას­რულ­წ­ლო­ვან გო­გო­ნებ­ზე მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ცი დღემ­დე და­უს­ჯე­ლია. არა­და, 2014 წელს და­იწყო პო­ლი­ცი­ამ გარ­ყ­ვ­ნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, ბავ­შ­ვე­ბი მო­ძა­ლა­დეს ამ­ხელ­დ­ნენ, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო ეს საქ­მე დღემ­დე თა­რო­ზეა შე­მო­დე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ცი­ამ მი­სი დას­ჯა ვერ შეძ­ლო. ისიც აშ­კა­რაა, ბავ­შ­ვე­ბის დე­დას სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი რომ და­ეც­ვა და მო­ძა­ლა­დე ემ­ხი­ლა, დამ­ნა­შა­ვე აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბო­და გი­სო­სებს მიღ­მა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, დე­დაც გა­უ­რიგ­და დამ­ნა­შა­ვეს.

მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ცი ბავ­შ­ვე­ბის ბე­ბი­ის ქმა­რია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, პა­ტა­რებ­მა მას თა­ვი და­აღ­წი­ეს და უსაფ­რ­თხოდ არი­ან, მათ დე­დას კი მშობ­ლის უფ­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს. 4 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი უკ­ვე მე­ხუ­თე წე­ლია, მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­შია. საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს სერ­ვის­ცენ­ტ­რი და სოც­მუ­შა­კი პა­ტა­რე­ბის ყვე­ლა ნა­ბიჯს აკონ­ტ­რო­ლებს.

სერ­ვის­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი, სოც­მუ­შა­კი, სო­ფო ბარ­ბა­ქა­ძე:

- მსგავ­სი ამ­ბა­ვი სა­ბედ­ნი­ე­როდ იშ­ვი­ა­თია, თუმ­ცა რაც მოხ­და, ამაზ­რ­ზე­ნია და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, დამ­ნა­შა­ვე რომ და­უს­ჯე­ლია. საქ­მე არას­რულ­წ­ლოვ­ნებს ეხე­ბათ, ამი­ტომ მა­თი ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. 2013 წელს, ახალ­გაზ­რ­და ქალ­მა მოგ­ვ­მარ­თა და გვითხ­რა, რომ 4 შვილ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში იყო დარ­ჩე­ნი­ლი და გვთხო­ვა, ბავ­შ­ვე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვა­ში ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. მძაფ­რად გვი­ამ­ბო თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი. ამ­ბობ­და, - დევ­ნი­ლი ვარ, მე­უღ­ლემ მი­მა­ტო­ვა, ნა­თე­სა­ვის ბი­ნას ვა­ფა­რებ თავს, მა­ნაც იქ დარ­ჩე­ნა­ზე უარი მითხ­რა და წა­სას­ვ­ლე­ლი არ­სად მაქ­ვ­სო. თა­ვი­დან ისიც არ გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ დე­და­მი­სის ქმარ­თან ცხოვ­რობ­და. სას­წ­რა­ფოდ მო­ვი­ძი­ეთ ბავ­შ­ვე­ბის მიმ­ღე­ბი ოჯა­ხი. უფ­რო­სი 10 წლის იყო, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა - 6-ის, ორი ბი­ჭი და ორი გო­გო­ნაა. მა­თი აზ­რიც მო­ვის­მი­ნეთ. წი­ნას­წარ გა­ვა­ცა­ნით ბავ­შ­ვებს მიმ­ღე­ბი მშო­ბე­ლი, დე­დას ის პი­რო­ბე­ბიც ვაჩ­ვე­ნეთ, სა­დაც ისი­ნი იცხოვ­რებ­დ­ნენ. მო­ე­წო­ნა და ოთხი­ვე პა­ტა­რა მიმ­ღებ მშო­ბელ­თან დავ­ტო­ვეთ. ემო­ცი­უ­რად და­შორ­დ­ნენ დე­დას, ტი­როდ­ნენ. გვე­გო­ნა, ძა­ლი­ან ყუ­რადღე­ბი­ა­ნი და მზრუნ­ვე­ლი დე­და იყო და ამ ქალ­ბა­ტო­ნის პი­რო­ბე­ბის სას­წ­რა­ფოდ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ვფიქ­რობ­დით, რომ მა­ლე შეს­ძ­ლე­ბო­და შვი­ლე­ბის სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. დი­დი გეგ­მე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ ერთ დღეს რე­ა­ლო­ბა გა­ირ­კ­ვა.

- ბავ­შ­ვე­ბი სი­დუხ­ჭი­რე­ში იზ­რ­დე­ბოდ­ნენ?

- უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვ­ნენ. ბო­ლო ერ­თი წე­ლი სკო­ლა­შიც არ უვ­ლი­ათ. მა­ნამ­დეც დე­და ყუ­რადღე­ბას არ იჩენ­და, ბავ­შ­ვებ­მა არა­ფე­რი იცოდ­ნენ, უბ­რა­ლოდ ისი­ნი კლა­სი­დან კლას­ში გა­დაჰ­ყავ­დათ. უმ­ძი­მე­სი ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­დათ, სპე­ცი­ფი­კუ­რი სუ­ნი, მკბე­ნა­რე­ბიც ჰყავ­დათ. ეტყო­ბა იმ­დე­ნად უყუ­რადღე­ბოდ იზ­რ­დე­ბოდ­ნენ, თა­ვის მოვ­ლის უნარ-ჩვე­ვე­ბიც კი არ ჰქონ­დათ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. მიმ­ღებ­მა მშო­ბელ­მა ეს პრობ­ლე­მე­ბი მო­აგ­ვა­რა. სკო­ლა­ში შე­ვიყ­ვა­ნეთ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­იქ­მ­ნა მათ­თ­ვის პროგ­რა­მე­ბი და დღეს მა­თი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა მა­ღა­ლია. მიმ­ღე­ბი მშო­ბე­ლი არა­ფერს აკ­ლებს, სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს პა­ტა­რებს და მა­თაც ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რეს. რამ­დე­ნი­მე თვე­ში პა­ტა­რა გო­გო­ნამ მიმ­ღებ მშო­ბელს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი უამ­ბო.

- რო­გორც შე­ვიტყ­ვეთ, გო­გო­ნებ­ზე ბე­ბი­ის ქმა­რი ძა­ლა­დობ­და, მარ­თა­ლია?

- დი­ახ, ეს მწა­რე რე­ა­ლო­ბაა. 2014 წლის თე­ბერ­ვა­ლი იყო, 8 წლის გო­გო­ნას აბა­ნა­ვებ­და მიმ­ღე­ბი მშო­ბე­ლი და და­ბა­ნი­სას ბავ­შ­ვ­მა უთხ­რა, რომ მი­სი ბე­ბი­ის ქმა­რი ძა­ლი­ან ცუ­დი ადა­მი­ა­ნი იყო. რო­ცა ჰკითხა, ამას რა­ტომ ამ­ბო­ბო, ბავ­შ­ვ­მა დე­ტა­ლუ­რად უამ­ბო, რო­გორ გარ­ყ­ვ­ნილ ქმე­დე­ბას სჩა­დი­ო­და ეს კა­ცი. გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი ფორ­მით ამ­ყა­რებ­და ბავ­შ­ვ­თან სქე­სობ­რივ კავ­შირს... მოს­მე­ნი­ლით შეძ­რულ­მა ქალ­მა გვერ­დ­ზე გა­იხ­მო თურ­მე უფ­რო­სი გო­გო­ნა და მას ჰკითხა, - ბა­ბუ­ა­ნაც­ვა­ლი ცუ­დად ხომ არ გექ­ცე­ო­დაო? ბავ­შ­ვ­მა ტი­რი­ლი და­იწყო და მო­უყ­ვა ამაზ­რ­ზენ დე­ტა­ლებს. ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად შო­კის მომ­გ­ვ­რე­ლი იყო, რომ გვი­ან ღა­მით სას­წ­რა­ფოდ და­მი­რე­კა ქალ­ბა­ტონ­მა. გო­გო­ნებს ცალ-ცალ­კე ვე­სა­უბ­რე და რაც მათ­გან მო­ვის­მი­ნე, კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებ­და. დე­ტა­ლე­ბის აფი­ში­რე­ბა ჟურნალის ფურ­ც­ლებ­ზე ალ­ბათ უხერ­ხუ­ლია, თუმ­ცა გეტყ­ვით, რომ გა­უ­კუღ­მარ­თე­ბულ სქე­სობ­რივ კონ­ტაქტს სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით ამ­ყა­რებ­და ბავ­შ­ვებ­თან, ამას სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი გან­სა­კუთ­რე­ბით 10 წლის გო­გო­ნას­თან ჰქონ­და. შე­ნო­ბა, სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რობ­დ­ნენ, მი­ტო­ვე­ბუ­ლია და ოთა­ხი სულ 5-6 კვად­რა­ტია. იქ იდ­გა ორი წვრი­ლი სა­წო­ლი. მა­მა­კა­ცი ცდი­ლობ­და, გო­გო­ნე­ბი და­ე­მარ­ტო­ხე­ლე­ბი­ნა და დღი­სით ცალ-ცალ­კე შეჰ­ყავ­და ისი­ნი ოთახ­ში. წი­ნას­წარ მიჰ­ყავ­და ბავ­შ­ვე­ბი მა­ღა­ზი­ა­ში, ყი­დუ­ლობ­და ტკბი­ლე­ულს მათ­თ­ვის. უფ­როს გო­გო­ნას­თან უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად გაგ­რ­ძელ­და ძა­ლა­დო­ბა და ის ვე­ღარ აპ­რო­ტეს­ტებ­და, რად­გან მოკ­ვ­ლით ემუქ­რე­ბო­და. რო­ცა ეს დე­ტა­ლე­ბი გა­ვი­გეთ, მა­შინ­ვე გა­მო­ვი­ძა­ხეთ პო­ლი­ცია და ფაქ­ტ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­იწყო... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი