ზაზა ფაჩულია - ჩემი თანაგუნდელები საქართველოში დავპატიჟე და სტუმრობასთან დაკავშირებით ინტერესი გამოთქვეს

ზაზა ფაჩულია - ჩემი თანაგუნდელები საქართველოში დავპატიჟე და სტუმრობასთან დაკავშირებით ინტერესი გამოთქვეს

ჩემი თანაგუნდელები საქართველოში დავპატიჟე და სტუმრობასთან დაკავშირებით ინტერესიც გამოთქვეს. ამის შესახებ NBA-ის მოქმედი ჩემპიონის "გოლდენ სტეიტის" ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ "ფეისბუქ ლაივის" საშუალებით განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ, "ბიზნესპრესნიუსი" კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ "გოლდენ სტეიტ უორიორსის" კალათბურთელები შესაძლოა საქართველოში

ზაფხულში, ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე მათი ქართველი თანაგუნდელის, ზაზა ფაჩულიას მოწვევით ჩამოსულიყვნენ.

"საქართველოზე რომ ბევრს ვლაპარაკობ, ალბათ ყველამ კარგად იცის. საქართველოში ჩემი თანაგუნდელებიც დავპატიჟე. სტუმრობასთან დაკავშირებით მათ ინტერესი გამოთქვეს და ზაფხულში თუ დრო გამონახეს და ჩამოვიდნენ, გამახარებენ. დარწმუნებული ვარ თვითონაც ძალიან ისიამოვნებენ და ალბათ, ასეთი დონის მოთამაშეების ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა თქვენც გაგეხარდებათ", - აღნიშნა ფაჩულიამ ქართველი გულშემატკივრის კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად მართალი იყო, მისი თანაგუნდელების საქართველოში სტუმრობა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი