პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებაზე - "ჩემი მისვლა არ შეიძლება"

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებაზე - "ჩემი მისვლა არ შეიძლება"

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა პატრიარქს დაკავებული სასულიერო პირის მონახულების თხოვნით მიმართა, რაზეც უწმინდესმა მათ უარი უთხრა.

უწმინდესს დეკანოზის მონახულების თხოვნით მიმართა მამალაძის დამ და ძმამ.

"იქნებ მოინახულოთ მამაო. იქნებ რა აქვს სათქმელი, იქნებ ძალიან ბევრი რამ უნდა გითხრათ თქვენ. 4 თვეა ის არ ზიარებულა, 4 თვეა აღსარება არ უთქვამს, იქნებ თქვენ დაეხმაროთ და თქვენ ნახოთ. იქნებ თქვენ მიხვიდეთ და თქვენ ნახოთ, ან თვითონ მამაო მოვიდეს, ხომ შეიძლება?", - მიმართა დეკანოზის დამ უწმინდესს, რაზეც არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა უპასუხა, რომ მას და მამა კახაბერ გოგოტიშვილს დავალებული ჰქონდათ, რომ დეკანოზი მოენახულებინათ.

"თქვენო უწმინდესობავ, ბობოყვათში გამგზავრებამდე თქვენ დაგვავალეთ მე და მამა კახაბერს ეს საქმე, რომ მამა გიორგი მოგვენახულებინა იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა მამა გიორგი ბრძანდება და ახლა ჩამოვედით, ჩამობრძანდით თქვენ. შევჯერდებით, რომ მამა გიორგის ხვალ ან ზეგ მოვინახულოთ. საბუთებს მოვაწესრიგებთ და მოვინახულებთ", -აღნიშნა დაით ჭინჭარაულმა.

თორნიკე მამალაძემ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თავიდანვე ითხოვს, რომ შეხვედრა მოხდეს ან პატრიარქთან, ან მეუფესთან.

"ჩემი მისვლა არ შეიძლება, იმიტომ, რომ იტყვიან რომ ზეგავლენა იქონიაო, ეს არის ზეგავლენაო", - ბრძანა უწმინდესმა.

უწმინდესისა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრა 21 ივნისს, საპატრიარქოში გაიმართა. შეხვედრის აუდიოჩანაწერი დღეს თავად საპატრიარქომ გაასაჯაროა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი