პატრიარქი - არც 6 და არც 50 მილიონის შესახებ არ ვიცოდი

პატრიარქი - არც 6 და არც 50 მილიონის შესახებ არ ვიცოდი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ საქმეში ხსენებული მილიონების შესახებ არაფერი იცოდა.

უწმინდესისა და დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრისას საუბარი შეეხო საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, რომლის ინფორმაციითაც, არსებობს დოკუმენტაცია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ესპანეთში საკუთარი კომპანია აქვს შექმნილი და მისი საშუალებით 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო.

შეხვედრაზე უწმინდესს მიმართა დეკანოზის დამ და განაცხადა, რომ გიორგი მამალაძეს საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტაცია გააჩნია და სწორედ ამიტომ ითხოვს მასთან შეხვედრას.

”აქ გაიჟღერა მილიონებზე საუბარმა. სიცოცხლეც რომ მომთხოვონ, მე გავწირავ მამაოს სიცოცხლისთვის, იმიტომ რომ, მე მჯერა მისი უდანაშაულობის. ჩვენ ამით ვცოცხლობთ დღესდღეობით, რომ მთელი საქართველო ჩვენს გვერდზეა. რაც შეეხება იმ 50 მილიონს, 100 მილიონს, იმიტომ ითხოვს მამაო თქვენთან შეხვედრას, რომ დასაბუთებული აქვს, ჰაერზე არაფერს ითხოვს, რადგან ასეთი ახალგაზრდა ბიჭი ამ სამსახურს ჩაუდგა სათავეში. ამ მილიონებზე, რასაც ლაპარაკობს, არაფერი ჭორი არ არის, ეს არის საბუთებით”, - აღნიშნა დეკანოზის დამ.

მამა მიქაელი დაინტერესდა, ნამდვილად უწმინდესის ხელმოწერა არის თუ არა საბუთებზე, რაზეც თორნიკე მამალაძემ უპასუხა, რომ ”დიახ”.

”თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ხელმოწერილი და თქვენი პირადი ბეჭდით არის საბუთები, ჩვენს ხელშია”, - მიმართა უწმინდესს თორნიკე მამალაძემ.

საუბარში ჩაერთო არქიმანდრიტი თეოდორე (ჭუაძე) და როგორც განაცხადა, მედიის შედეგად მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბუთებში არის მინდობილობა, რომ მამა გიორგის ეძლევა უფლება საავადმყოფოსთან დაკავშირებით შეასრულოს ყველა სახის ქმედება, თუმცა მისივე თქმით, იქ არ იყო საუბარი იმაზე, რომ დეკანოზს ანგარიში გაეხსნა ესპანეთში.

საპასუხოდ საუბარში ჩაერთო მეუფე იაკობიც, რომელმაც განაცხადა, რომ ”უწმინდესმა 50 მილიონის შესახებ არ იცოდა”, რაზეც მას პატრიარქი დაეთანხმა და ბრძანა, რომ ”მან ახლა გაიგო”.

თორნიკე მამალაძემ საუბარში 6 მილიონიც ახსენა და განმარტა, რომ 50 მილიონი იყო ლიმიტი, რომელიც ხსენებულ ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო.

”მე არც 6 ვიცოდი და არც 50”, - უპასუხა თორნიკე მამალაძეს უწმინდესმა.

თავის მხრივ, დეკანოზის დედის განცხადებით, ანგარიშზე არც ერთი თეთრი არ დარიცხულა.

მეუფე თეოდორე ჭუაძემ ყველას საუბარი იმ არგუმენტით შეაწყვეტინა, რომ ”ეს ყველაფერი საჯაროდ განსახილველი არ არის და ყველაფერი ერთმანეთში უნდა გაირკვეს”.

უწმინდესისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიომასალას საპატრიარქო ასაჯაროებს.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი