11 მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც მართვის მოწმობის 100 ქულიან სისტემასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ

11 მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც მართვის მოწმობის 100 ქულიან სისტემასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ

1 ივლისიდან მართვის მოწმობაზე ქულათა სისტემა ამოქმედდება და მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს.

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" იმ მნშვნელოვანი პუნქტების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რაც მოქალაქეებმა 100 ქულიან სისტემასთან დაკავშირებით უნდა იცოდნენ.

1.ქულათა სისტემის მიხედვით საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა 1 წლის განმავლობაში. მიმდინარე წელი წარმოადგენს გამონაკლისს და ერთი კალენდარული წლის ნაცვლად 100 ქულის მინიჭება მოხდება 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება 100 ქულიანი სისტემის ერთწლიანი ციკლი.

2.კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის გაცემის დღეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება, კალენდარული წლის განმავლობაში ჩამორთმეული ან შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა, კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა არ იწვევს ქულათა რაოდენობის ზრდას. ანუ სხვაგვარად, რომ ავხსნათ თუ თქვენ გეწურებათ ქულები და გამოიყენებთ ხრიკს, რომ "დაკარგეთ" მართვის მოწმობა და გინდათ მისი აღდგენა (იმ იმედით, რომ ისევ 100 ქულა გექნებათ), თქვენ აღდგენილ მართვის მოწმობაზე მაინც იმდენი დაგერიცხებათ, რამდენიც დაკარგვის მომენტში გქონდათ.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი