თევ­ზი, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს კი­ბო­სა და ინ­ფარ­ქ­ტის რისკს

თევ­ზი, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს კი­ბო­სა და ინ­ფარ­ქ­ტის რისკს

პა­პუ­ნა კოხ­ტაშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში 15 წლის ასა­კი­და­ნაა ჩარ­თუ­ლი. 23 წლის იყო, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი, რე­ცირ­კუ­ლა­რუ­ლი აკ­ვა­კულ­ტუ­რის სის­ტე­მა შე­მო­ი­ტა­ნა და უცხო­ელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად სარ­თი­ჭა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფ­რი­კუ­ლი ლო­ქოს ორი სა­ხე­ო­ბის წარ­მო­ე­ბა და­იწყო...

პა­პუ­ნა კოხ­ტაშ­ვი­ლი:

- რო­დე­საც თავ­და­პირ­ვე­ლად აკ­ვა­კულ­ტუ­რის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ წა­ვი­კითხე, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა გა­მი­ჭირ­და. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ლო­ქოს სპე­ცი­ფი­კა და სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბი შე­ვის­წავ­ლე, მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამ რთულ და სა­რის­კო პრო­ექ­ტ­ში ჩე­მი უცხო­ე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით საკ­მა­ოდ დი­დი ინ­ვეს­ტი­ცია, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ათა­სი დო­ლა­რი ჩა­ი­დო. გვქონ­და კრი­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დე­ბიც. იმ­დე­ნად რთუ­ლი სის­ტე­მაა, მცი­რე შეც­დო­მამ შე­საძ­ლოა, თევ­ზის მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის ერთ დღე­ში და­ხოც­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს. ჩვე­ნი მე­ურ­ნე­ო­ბა სა­მას კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობს მო­ი­ცავს. შე­მიძ­ლია, 80 ტო­ნა ლო­ქო ჩავ­ს­ვა და წე­ლი­წად­ში 150 ტო­ნა გავ­ყი­დო, რაც და­მე­თან­ხ­მე­ბით, საკ­მა­ოდ ბევ­რია. იმა­ვე შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად ტბის პი­რო­ბებ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ჰექ­ტა­რია სა­ჭი­რო. წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­ტ­რო­ლის სის­ტე­მა, მე­ქა­ნი­კუ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ფილ­ტ­რე­ბი ჯან­სა­ღი თევ­ზის გა­მოყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად, ევ­რო­პუ­ლი ლო­ქოა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, თქვენ კი აფ­რი­კუ­ლი ლო­ქოს სა­ხე­ო­ბე­ბი გა­ამ­რავ­ლეთ...

- კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ ჯი­შის ლო­ქოს გაზ­რ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან თბი­ლი წყა­ლი უყ­ვარს. შე­სა­ბა­მი­სად, ტბა­ში გაშ­ვე­ბუ­ლი ზამ­თარ­ში და­ი­ღუ­პე­ბა. რე­ცირ­კუ­ლა­რუ­ლი სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით არა მხო­ლოდ აფ­რი­კუ­ლი ლო­ქოს, არა­მედ ბევ­რი სხვა ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის უცხო ჯი­შის წყლის ბი­ნად­რე­ბის - ზვი­გე­ნე­ბის, ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი... აფ­რი­კუ­ლი ლო­ქო ძა­ლი­ან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ცხი­მის მჟა­ვებს, B და D ვი­ტა­მი­ნებს შე­ი­ცავს. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ლო­ქო­თი კვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, საგ­რ­ძ­ნობ­ლად მცირ­დე­ბა კი­ბოს, გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ინ­ფარ­ქ­ტის რის­კი. თევ­ზი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კვე­ბის პრო­დუქ­ტია. მას­ში შე­მა­ვალ ვი­ტა­მი­ნებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თ­ვა აქვს ბავ­შ­ვის ტვი­ნის ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, მხედ­ვე­ლო­ბის, გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა და ძვალ-სახ­ს­რო­ვა­ნი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლია, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს პრო­ტე­ინს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ბოს­ტ­ნე­უ­ლით ან ხორ­ც­პ­რო­დუქ­ტე­ბით ის ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი და ცი­ლე­ბი ჩა­ა­ნაც­ვ­ლო, რა­საც თევ­ზი შე­ი­ცავს.

- თუ ახერ­ხებთ, კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოთ იმ­პორ­ტი­რე­ბულ, გა­ყი­ნულ თევზს?

- ჩვენ­თან თევ­ზის 80% იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, მა­შინ, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო მდი­ნა­რე­ე­ბის ქვე­ყა­ნაა. ფა­სის თვალ­საზ­რი­სით, ად­გი­ლობ­რი­ვად წარ­მო­ე­ბუ­ლი თევ­ზი შე­მო­სულ პრო­დუქტს კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ უწევს. ასე რომ, ჩვე­ნი დოვ­ლა­თი გა­რეთ გა­ე­დი­ნე­ბა... თევ­ზი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია. უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რა გა­რე­მო­ში, პი­რო­ბებ­ში გაზ­რ­დი, რო­გორ საკ­ვებს მი­აწ­ვ­დი. მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით ბევ­რი არა­ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­წარ­მო მი­ნა­ხავს, რომ­ლე­ბიც ათი­ა­თა­სო­ბით ტო­ნა თევზს ყი­დი­ან. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თევ­ზის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის საკ­ვე­ბის მომ­წო­დე­ბე­ლი არ არ­სე­ბობს. სა­ერ­თოდ, თევ­ზის ინ­დუს­ტ­რია სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ღა­რი­ბუ­ლია თევ­ზის კერ­ძე­ბიც. სა­სურ­ვე­ლია, შეფ­მ­ზა­რე­უ­ლებ­მა მე­ტი შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ. სხვა­თა შო­რის, ამ მხრივ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ჩვე­ნი ერთ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მაა...განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი