ვინ იყვნენ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი - მათ შესახებ ბევრს არ სმენია

ვინ იყვნენ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი - მათ შესახებ ბევრს არ სმენია

პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თულ კი­დევ ორ ქალს წარმო­გიდ­გენთ, რომ­ლე­ბიც XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ქვეყ­ნის ბედ­ზე ზრუ­ნავ­დ­ნენ და ამის გა­მო რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლე­ბიც აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ.

ანა (ო­ლა) სო­ლო­ღაშ­ვი­ლი

ანა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის წევ­რი 1903 წლი­დან იყო. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში, ხე­ლი მო­ა­წე­რა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტს, იყო პარ­ლა­მენ­ტის, ასე­ვე, სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო და სა­რე­დაქ­ციო კო­მი­სი­ის წევ­რი, აირ­ჩი­ეს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რად სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის სი­ით. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ჩაბ­მუ­ლი იყო ან­ტი­საბ­ჭო­თა არა­ლე­გა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში. 1925 წლი­დან ეწე­ო­და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას. 1937 წელს მი­უ­სა­ჯეს დახ­ვ­რე­ტა.

ელე­ო­ნო­რა (ლო­ლა) ტერ-ფარ­სე­გო­ვა-მახ­ვი­ლა­ძე

ელე­ო­ნო­რა ტერ-ფარ­სე­გო­ვა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის წევ­რი 1902 წლი­დან გახ­და. მე­უღ­ლეს­თან, ექიმ ვლა­დი­მერ მახ­ვი­ლა­ძეს­თან ერ­თად სო­ხუმ­ში ცხოვ­რობ­და და კერ­ძო სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და. ელე­ო­ნო­რა რუ­სე­თის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის ბა­თუ­მის კო­მი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ჯგუ­ფის წევ­რი იყო. 1905 წლის 17 ოქ­ტომ­ბ­რის მა­ნი­ფეს­ტის შემ­დეგ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ხელ­ში აიღო ქა­ლაქ სო­ხუ­მის მმარ­თ­ვე­ლო­ბა და მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თით­ქ­მის ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა. მათ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს სა­ხალ­ხო მი­ლი­ცია, დაყ­ვეს ქა­ლა­ქი უბ­ნე­ბად და ბო­ი­კო­ტი გა­მო­უცხა­დეს ქა­ლა­ქის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას. 1905 წლის ნო­ემ­ბერ­ში დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ამ შე­ი­მუ­შა­ვა მოთხოვ­ნა, რომ ქა­ლაქ სო­ხუ­მის სა­თათ­ბი­რო დაშ­ლი­ლი­ყო და ფა­რუ­ლი კენ­ჭის­ყ­რით ახა­ლი სა­თათ­ბი­რო არ­ჩე­უ­ლი­ყო. ამის­თ­ვის სა­ჭი­რო იყო მო­სახ­ლე­ო­ბის ხე­ლა­ხა­ლი აღ­წე­რა, რის­თ­ვი­საც თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას 2.000 მა­ნე­თი უნ­და გა­მო­ე­ყო. ქა­ლა­ქის­თავ­მა თან­ხის გა­ცე­მა­ზე უარი გა­ნაცხა­და, რა­ზეც რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მას ბო­ი­კო­ტით უპა­სუ­ხა. შეწყ­და გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და და სა­თათ­ბი­რო ხმოს­ნებს გა­მო­უცხა­დეს, რომ თუ­კი არ გა­დად­გე­ბოდ­ნენ, ყვე­ლა სა­ვაჭ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ყო­ველ­თაო გა­ფიც­ვა გა­მოცხად­დე­ბო­და. ხმოს­ნებ­მა ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნა­ტორ სტა­რო­სელ­ს­კის გა­დად­გო­მის გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს და სა­თათ­ბი­რომ მუ­შა­ო­ბა შეწყ­ვი­ტა. ხსე­ნე­ბუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტი­სას რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში რწმუ­ნე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით ელე­ო­ნო­რა მახ­ვი­ლა­ძეც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ძი­ე­ბი­სას ქალ­ბა­ტონ­მა უარი თქვა რა­ი­მე სა­ხის ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბა­ზე. სო­ხუ­მის ცი­ხის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბი­სა და იქ ქალ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო ის არ და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­უ­სა­ჯეს და­პა­ტიმ­რე­ბა, თუმ­ცა, პა­ტიმ­რო­ბი­დან და გა­და­სახ­ლე­ბი­სა­გან ორ­სუ­ლო­ბის გა­მო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 1917 წლამ­დე ელე­ო­ნო­რა კი­დევ სამ­ჯერ იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი. 1918 წელს აირ­ჩი­ეს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რად სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის სი­ით.

1921 წლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ჩარ­თუ­ლი იყო არა­ლე­გა­ლურ, ან­ტი­საბ­ჭო­თა მოძ­რა­ო­ბა­ში. მი­სი ოჯა­ხის ბი­ნა თბი­ლის­ში მუდ­მი­ვი თვალ­თ­ვა­ლის ქვეშ იყო. ელე­ო­ნო­რა სა­კუ­თარ სახ­ლ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. და­ა­პა­ტიმ­რეს, ასე­ვე, მი­სი ძმა, კონ­ს­ტან­ტი­ნე, პრო­ფე­სი­ით ქი­მი­კო­სი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი წი­თე­ლი არ­მი­ის სა­არ­ტი­ლე­რიო ნა­წილ­ში მსა­ხუ­რობ­და. მე­ტე­ხის ცი­ხი­დან ელე­ო­ნო­რა 1922 წელს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გა­მო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ის აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1924 წლის აჯან­ყე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი არა­ლე­გა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აღ­დ­გე­ნის პრო­ცეს­ში. მა­ლე აირ­ჩი­ეს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის არა­ლე­გა­ლუ­რი ცე­კას შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ხო­ლო თავ­მ­ჯ­დო­მა­რის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ ცე­კას თა­ვად ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. ელე­ო­ნო­რა 1926 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ფარ­გ­ლე­ბი­დან გა­ა­სახ­ლეს, სა­ი­და­ნაც 30-იან წლებ­ში დაბ­რუნ­და. ეწე­ო­და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღი უც­ნო­ბია.

ჩი­ტო შა­რა­ში­ძე

ჩი­ტო შა­რა­ში­ძე ქუ­თა­ი­სის ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ი­დან 1904 წელს მოს­წავ­ლე­თა რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მო გა­რიცხეს. 1905 წლი­დან სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი იყო. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და თბი­ლი­სის რე­ვო­ლუ­ცი­ურ გა­მოს­ვ­ლებ­ში. ამ­ზა­დებ­და სა­გა­ზე­თო ინ­ფორ­მა­ცი­ებს. თბი­ლის­ში სო­მეხ-თა­თარ­თა შე­ტა­კე­ბე­ბის გან­მუხ­ტ­ვი­სას მო­ნა­წი­ლე­ობ­და ე.წ. მფრი­ნავ რაზ­მ­ში, რო­მე­ლიც და­შა­ვე­ბუ­ლებს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას უწევ­და. ქუ­თა­ის­ში კერ­ძო გიმ­ნა­ზი­ა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და. იყო ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბი­სა და თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი. 1922 წელს მოს­წავ­ლე­თა გა­ფიც­ვი­სას ტექ­ნი­კუმ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და. მე­ტე­ხის ცი­ხი­დან ავად­მ­ყო­ფო­ბის გა­მო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამა­ვე წლებ­ში ორ­ჯერ და­ა­პა­ტიმ­რეს მი­სი მა­მა, გი­გო შა­რა­ში­ძე. ასე­ვე, სი­ძე _ ნი­კო­ლოზ ქარ­ცი­ვა­ძე და ძმა, მწე­რა­ლი-სა­ტი­რი­კო­სი შალ­ვა შა­რა­ში­ძე (ფსევ­დო­ნი­მი _ `თა­გუ­ნა~). 1937 წელს ნი­კო­ლოზ ქარ­ცი­ვა­ძე ხელ­მე­ო­რედ და­ა­პა­ტიმ­რეს და დახ­ვ­რი­ტეს, მი­სი მე­უღ­ლე _ თა­მარ შა­რა­ში­ძე კი შუა აზი­ა­ში გა­და­ა­სახ­ლეს... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი