რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ ზაალ უდუმაშვილის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენას

რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ ზაალ უდუმაშვილის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენას

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა. ცერემონია მეტეხის ტაძრის ეზოში, გორგასლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

ტაძრის ეზოში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ხელოვანები, პოლიტიკოსები, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შეიკრიბნენ. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და ბებია მზია წერეთელი.

ნახეთ ვიდეო| ცნობილი სახეები უდუმაშვილის მხარდასაჭერად

ვიდეო| პირველი წუთები: როგორ წარადგინეს უდუმაშვილი "ნაციონალებმა" თბილისის მერობის კანდიდატად

ფოტოები: ინგა მურუსიძე

ზაალ უდუმაშვილის წარდგენას ასევე ესწრებიან: მომღერალი გიორგი უშიკიშვილი, პროდიუსერი მარინა ბერიძე, კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი, რეპერი ლექს-სენი.

ზაალ უდუმაშვილის ტრიბუნაზე გამოსვლამდე, ღონისძიება ნიკა მელიამ და გრიგოლ ვაშაძემ გახსნეს.

ინგა მურუსიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი