უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზმომარაგება შეიზღუდება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზმომარაგება შეიზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის ზოგიერთ რაიონს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "ყაზტრანგაზ თბილისიდან" აცნობეს, 27 ივნისს, 23:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, აკადემქალაქის ტერიტორიას, მერაბ ალექსიძის ქუჩა, ბერბუკის ქუჩა №8, №10, მერაბ კოსტავას ქუჩა №71ა, №72ა, ალმასიანის ქუჩა №19/21, №23/25, № 29, №29ა, პლატონ იოსელიანის ქუჩა №2, №12/14, სოსო ჩიქოვანის ქუჩა №2/7, №8/10, №9/11-2, № 9/11-3, ბუდაპეშტის I შესახვევის №1, № 7, პეკინის ქუჩა №3, №30, პეკინის IV შესახვევი, იოსებ იმედაშვილის ქუჩა №2, სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩა №1, №7, ოთარ ონიაშვილის ქუჩა №1, №3, №14, №25/27, №30, №31, №34, ჟიული შარტავას ქუჩა №68, №71, სიმონ კანდელაკის ქუჩა №6ა, №7, №9, იური გაგარინის ქუჩა №1, №4-4ა, №7, №9, №13, №25, ვიტალი დარასელიას, სოკრატ არშბას, ქანთარიას და ოჩამჩირის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და მიმდებარედ ჭიათურის, ახალშენის, ბაკურიანის, იყალთოს, პანკისის და იონა ტუსკიას ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

მათივე ცნობით, გაზმომარაგება ასევე შეუწყდება მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტის I და II სასწავლო კორპუსებს, ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდება აღდგება ოთხშაბათს, 28 ივნისს, 10:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი