11 წლის ქართველი ვუნდერკინდის ამბავი და ოცნება, რომელიც "ძვირი ღირს"

11 წლის ქართველი ვუნდერკინდის ამბავი და ოცნება, რომელიც "ძვირი ღირს"

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 11 წლის არის, მის "ანგარიშზე" 90-ზე მეტი სიგელი და სერტიფიკატია. გასულ წელს "წლის ვუნდერკინდის" ტიტული მიიღო. დათუნა ზარდიაშვილი დედასთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის სოციალურად დაუცველია. ოჯახს სახელმწიფო ეხმარება, რისთვისაც დათუნა მადლიერია და იმედი აქვს, რომ მომავალში სამშობლოს საკუთარი ცოდნით გამოადგება.

მადლენა ზარდიაშვილი, დათუნას დედა:

- ადრეული ასაკიდანვე ეტყობოდა, რომ გამორჩეული ნიჭით იყო დაჯილდოებული. ბაღში 2 წლის მივიყვანე, ამ ასაკშიც კი ძალიან დამოუკიდებელი და გონიერი გახლდათ, ამას მასწავლებლებიც აღნიშნავდნენ. მან არა მხოლოდ ის ლექსები იცოდა ზეპირად, რომელსაც მას ასწავლიდნენ, არამედ სხვა ბავშვების ლექსებსაც ამბობდა. ნიჭიერების გარდა, პიროვნული თვისებებითაც განსხვავებულია. ერთხელ ბაღში ფსიქოლოგმა დამიბარა: ბავშვებს ვთხოვე, დედები დაეხატათ და დათუნამ უცნაური რამ დახატა, ქალი, რომელსაც 5 ხელი აქვსო. ამ ნახატის ახსნა მეც გამიჭირდა. დათუნას რომ დაველაპარაკე, მითხრა, - შენ სულ რაღაცას დაატარებ, ზოგჯერ არ გყოფნის ხელები, რომ ჩამჭიდო და ისე ვიაროთ, ამიტომ ზედმეტი ხელები გაჩუქეო. ძალიან უცნაური და თბილი ბავშვია.

- შენი პირველი წარმატების შესახებ მიამბე.

დათუნა:

- ინტელექტის ოლიმპიადაზე გავედი და პირველი ხარისხის დიპ­ლომი ავიღე. მას შემდეგ ყველა ოლიმპიადაზე გავდიოდი, რომელზეც ხელი მიმიწვდებოდა. უმრავლესობაზე ვიმარჯვებდი, სიგელისა და საჩუქრის გარეშე არასდროს ვრჩებოდი.

- რამდენი სიგელი და სერტიფიკატი გაქვს, დაგითვლია?

- 90-ზე მეტი იქნება.

დათუნა ზარდიაშვილი გასულ წელს "კინგსის" ოლიმპიადაზე "წლის ვუნდერკინდი" გახდა. წელსაც გაიმარჯვა. ახლახან კი ევროპის მასშტაბით, მეხუთეკლასელ ბავშვებს შორის, ყველაზე მეტი ქულა აიღო ევროპის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (მათემატიკა და ლოგიკა), რომელშიც 80-მდე ქვეყანა მონაწილეობდა.

დათუნა:

- მათი დაფინანსებით, ამ ზაფხულს ინგლისში ათი დღით მივდივარ. ჩემი მორიგი წარმატების ამბავი 2 დღის წინ გავიგე.

მადლენა:

- მხოლოდ მგზავრობის ხარჯი უნდა დავფაროთ. საქართველოდან სულ 5 ბავშვი მიდის. იქ თან დაისვენებენ, თან - გუნდური ოლიმპიადა ჩატარდება.

დათუნა პირველი კლასიდან ერთ-ერთ კერძო სკოლაში, სრულიად უსასყიდლოდ სწავლობდა. ახლა სხვა კერძო სკოლისგან უკეთესი შემოთავაზება მიიღო და ახალ სასწავლო წელს იქ ისწავლის.

მადლენა:

- მადლობელი ვართ იმ კერძო სკოლის, სადაც სწავლობდა, მაგრამ ახალი შემოთავაზება უკეთესია: გარკვეული ეტაპის შემდეგ, იქ სწავლება ინგლისურ ენაზე მოხდება. საერთაშორისო სკოლაა, სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობენ. კვებაც მათი იქნება და ჩვენთვის ესეც დიდი შეღავათია. ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ. მათთან არის აუზი, სადაც დათუნა ცურვას შეძლებს. სკოლიოზი აქვს და მისთვის ცურვა მნიშვნელოვანია.

- ბინის პრობლემა რატომ გაქვთ?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ამავე კორპუსში ბინა მქონდა, მაგრამ ერთ დღეს ნაცნობმა მთხოვა, ბანკში თავმდებად დავდგომოდი. მანამდე ბანკთან შეხება არასდროს მქონია და ეს ნაბიჯი გაუაზრებლად გადავდგი. მოკლედ, მან სესხი გამოიტანა, ვეღარ გადაიხადა და ბანკმა ბინას ყადაღა დაადო. თავდაპირველად, პროცენტების გადახდა დავიწყე, მაგრამ თანხის რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. 100 ათასზე მეტი მაქვს ბანკში გადახდილი. მერე ბინა გაიყიდა, მე კი ბევრი ვალი დამრჩა.

- თქვენ არ მუშაობთ, ქირის გადახდას როგორ ახერხებთ?

- სახელმწიფო ძალიან მეხმარება. რაიონის გამგეობა 300 ლარს მიხდის, როგორც უბინაოს, სოციალურად დაუცველსა და მარტოხელა დედას. დათუნას დაბადების დღესაც ულოცავენ ხოლმე. სახელმწიფოს ყურადღება რომ არა, დღეს სად და როგორ ვიქნებოდით, არ ვიცი... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი