თბილისის ახალი ველობილიკი დაცინვის საგანი გახდა - რას პასუხობს მერია კრიტიკოსებს

თბილისის ახალი ველობილიკი დაცინვის საგანი გახდა - რას პასუხობს მერია კრიტიკოსებს

თბილისის მასშტაბით 8-კილომეტრიანი ველობილიკების მოწყობა თითქმის დასრულებულია. მერიის ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, ველობილიკი მალე ამოქმედდება.

რაც შეეხება იმას, თუ რა სახის სამუშაოები ჩატარდა, როგორც მერიაში განგვიცხადეს, ინფრასტრუქტურის ნაწილი მოეწყო, კონკრეტულად კი, კეთილმოწყობის სამსახურმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ტროტუარებზე ასფალტი შეაკეთა. გაკეთდა პანდუსები და მარშრუტზე დაიხაზა ველობილიკის სანიშნეები. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დამონტაჟდა ორი მოთხოვნითი შუქნიშანი, რომელიც ველობილიკის ამოქმედების დროს ჩაირთვება. იგეგმება, ასევე ორი ველოსადგომის მოწყობა.

იხილეთ ვიდეო: როგორ გამოიყურება ახალი ველობილიკი თბილისში

მერიაში AMBEBI.GE-ს ასევე განუცხადეს, რომ ეს არ იქნება ველობილიკი ტრადიციული გაგებით, მაგალითად ისეთი, როგორიც ბათუმშია მოწყობილი, არც თავდაპირველი გეგმით იყო მსგავსი პროექტი განსაზღვრული. ეს იქნება უბრალოდ, ველოსიპედით მოსიარულეთათვის კომფორტულად გადასაადგილებელი მარშრუტი, რომელიც დაიწყება დედა ენის ბაღიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვახუშტის ხიდის საშუალებით, მარცხენა სანაპიროს მოიცავს, ხოლო მოთხოვნითი შუქნიშნის საშუალებით, ველოსიპედით მოსიარულეებს საშუალება ექნებათ მოხვდნენ ზაარბრიუკენის მოედანზე და მშრალი ხიდით, ისევ დედა ენის ბაღში.

თუმცა, იმ კადრების ნახვის შემდეგ, რომლებიც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტმა სანაპიროზე გადაიღო, ველობილიკს ეს სახელი ნაკლებად შეიძლება ეწოდოს. ფოტოებზე ჩანს თუ როგორ გამოიყურება ჩატარებული სამუშაო - დაიგო ახალი ასფალტი და თეთრი საღებავით დაიხატა ველოსიპედისტის სიმბოლო.

თბილისის ახალი ველობილიკი უკვე იქცა დაცინვის საგნად სოციალურ ქსელში: "მაგარი ველობილიკია, ამის გაკეთებას მოუნდა რამდენიმე თვე, ბიუჯეტიდან უამრავი თანხა დაიხარჯა და უამრავი ადამიანი დასაქმდა"; "მეჩვენება თუ უცენზურო ფორმა აქვს?!";

"მილიონი ხის პონტშია რა, მწვანილები დათესეს სადღაც და ხო დავრგეთ ხეებიო..."; "ველოსიპედისთვის ცალკე შუქნიშნებსაც მიახატავენ, ეჭვი მაქვს"; "დაგუგლონ მაინც და სურათები ნახონ როგორი კეთდება. მაგრამ დამავიწყდა, ინგლისურიც არ იციან..." - წერენ ინტერნეტმომხმარებლები გავრცელებულ ფოტოზე.

ჩვენც "დავგუგლეთ" და აქვე შემოგთავაზებთ ფოტოებს, თუ როგორ გამოიყურება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ყველაზე ლამაზი ველობილიკები:

ესპანეთი, სან სებასტიანი, ძველი სარკინიგზო ხაზი დღეს ველობილიკია

ვაშინგტონი

როტერდამი

ლონდონი

ნარიტა ჩხაიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი