ქართველი ექიმები ქვეყანაში გავრცელებულ სქესობრივ დაავადებებზე საუბრობენ

ქართველი ექიმები ქვეყანაში გავრცელებულ სქესობრივ დაავადებებზე საუბრობენ

სქესობრივად გადამდებ დაავადებებს შორის, 2015 წლის მონაცემებით, ყველაზე გავრცელებული ტრიქომონიაზია, რომელიც 5 605 ქალსა და 2039 მამაკაცს დაუდგინდა - ასეთია "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" მონაცემები.

ცენტრის ინფორმაციით, სქესობრივად გადამდებ ინფექციებს შორის, გავრცელებით მეორე ადგილზე, ქლამიდიური ავადმყოფობებია, რომლებიც 1 629 ქალსა და 675 მამაკაცს დაუდგინდა, შემდეგ მოდის ანო-გენიტალური ჰერპეს-ვირუსული ინფექცია, რომლითაც 958 ქალი და 168 კაცი იყო დაავადებული.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ინფექციური დაავადებები უფრო მეტად ქალებშია გამოვლენილი, ვიდრე მამაკაცებში, რისი მიზეზიც გინეკოლოგ მადლენა კოზუას თქმით, ქალების მაღალი მიმართვიანობაა.

"ტრიქომონიაზიც და ქლამიდიოზიც სქესობრივი კავშირით გადადის. ქლამიდიოზის გადადება სისხლითაც ხდება, მაგალითად, მშობიარობისას დედამ შესაძლოა, შვილი დააინფიციროს. ქლამიდიოზის სიმპტომები ქავილი და გამონადენია, თუმცა ხანდახან ის უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. ეს დაავადება გართულების შემთხვევაში უშვილობასაც იწვევს. მაგალითად, როდესაც ქალი უშვილობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე, მკურნალობისას იგებს, რომ ქლამიდიოზი სჭირს და აქამდე არ იცოდა. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი