რუსთავში ავარიის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა

რუსთავში ავარიის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 53 წლამდე ასაკის ქალი კლინიკა ,,რუსთავში" გარდაიცვალა, 13 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა, თუმცა ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი წუხელ გვიან ღამით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა, 13 წლის გოგონა კი, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. ექიმების განცხადებით, გოგონას მრავლობითი დაზიანებები, ტრავმული შოკი და ამნეზია ჰქონდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს სისხლის სამართლის საქმე თავდაპირველად 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, თუმცა გადაკვალიფიცირდება.

ლეონიძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ბებიას და შვილიშვილს „მერსედესის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი