საქართველოს რკინიგზა 1-ელი ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლის ბილეთის ფასის კორექტირებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა 1-ელი ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლის ბილეთის ფასის კორექტირებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა 1-ელი ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლის ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის ბილეთის ფასის კორექტირებაზე განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს რკინიგზა 1-ელი ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულების მატარებლის ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის ბილეთის ფასის კორექტირებას ახდენს. ამასთანავე, გვსურს გამოვეხმაუროთ მცდარ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ბილეთების ფასის ცვლილება შეეხო მეორე კლასის ბილეთებს. მეორე კლასით მგზავრობის ფასი უცვლელია. ისევე, როგორც წინა სეზონში ფასი იქნება 24 ლარი, არასეზონური ფასი კი 18 ლარი. საქართველოში სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანა არის დოტაციური და ხორციელდება თანხების სუბსიდირება. გაუმართლბელია სუფსიდირების განხორციელება ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის მგზავრობის, რომელიც მოიცავს დამატებითი სერვისებით სარგებლობას. მატარებლში არის 400 ადგილი, აქედან პირველი კლასის ადგილს შეადგენს მგზავრთა 10% და ბიზნეს კლასით მოსარგებლეები 2%-ია. მგზავრთა 88% იმგზავრებს წინა წლებში დადგენილი ტარიფით. საქართველოს რკინიგზა გისურვებთ, ბედნიერ მგზავრობას", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი