ვინ "გაჭედა" მშენებლობის ნებართვები?

ვინ "გაჭედა" მშენებლობის ნებართვები?

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები" ამოქმედდა.

მთავრობის 620 გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ.

როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას დეველოპერები აცხადებენ, დადგენილების ამოქმედებამ, "მშენებლობის ნებართვების გაჭედვა" გამოიწვია. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების თქმით, რეგლამენტის მიღება აუცილებელი და საჭირო იყო, თუმცა, ყველა წესის ერთდროულად (ერთიანად) ამოქმედებამ გარკვეული პრობლემები შექმნა.

როგორც კომპანია "არსის" ფინანსურმა მენეჯერმა, თორნიკე აბულაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ახალმა წესებმა მშენებლობის ნებართვების გაცემა ცალსახად შეაფერხა.

"სწორია, რომ ეს დადგენილება მივიღეთ, მაგრამ მშენებლობის ნებართვები ცალსახად "გაიჭედა". აღსანიშნავია, რომ ეს ეხება არა მხოლოდ თბილისს, არამედ მთლიანად ქვეყანას. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ სახელმწიფოც და კერძო სექტორიც რეალურად პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით - ნებართვას ვეღარ ვიღებთ, რის გამოც მოგვიწია სამინისტროსთვის შენიშვნები შეგვეთავაზებინა. უწყებაში გვითხრეს, რომ შენიშვნების მისაღებად მზად არიან და მათგან შეხვედრის დანიშვნას ველოდებით.

რაც შეეხება უშუალოდ დადგენილებას, ეს არის 600 გვერდიანი წესი, რომელიც დაპროექტებისას უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, დადგენილების თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, კარი უნდა იღებოდეს გარეთ და ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ასევე წერია, რომ თუ შენობა 4 სართულზე მეტია მაშინ 2 სადარბაზო უნდა გაკეთდეს, რაც უკვე დამატებით ხარჯებს იწვევს. ამასთან, პროექტის დასამტკიცებლად საჭიროა ექსპერტის დასკვნა, თუმცა, ქვეყანაში მხოლოდ 3-5 ექსპერტია, ვინც ასეთ დასკვნას აკეთებს. საქართველოში კი ათასობით პროექტი კეთდება და 5 ექსპერტი საკმარისი არ არის,"-აღნიშნა აბულაძემ.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი