"რეზონანსი" - წლის ბოლომდე გაზზე მომუშავე ყველა მანქანა სერტიფიცირებული უნდა იყოს

"რეზონანსი" - წლის ბოლომდე გაზზე მომუშავე ყველა მანქანა სერტიფიცირებული უნდა იყოს

გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადა 2018 წლის 1 იანვარია, მაგრამ ამის შესახებ მძღოლებს ინფორმაცია თითქმის არ აქვთ.

ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს მხოლოდ ორი აკრედიტებული კომპანიაა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ტექდათვალიერების ფასი 90 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს. ავტომფლობელების უმრავლესობა ინსპექტირების შესახებ ინფორმირებული არ არის და მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 100-ქულიანი საჯარიმო სისტემის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მძღოლებს ერთწლიანი ვადა აქვთ, რათა თავიანთი ავტომობილები შეამოწმონ და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღონ. ათვლა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო. მათი თქმით, ერთი წელი სავსებით საკმარისია, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ავტომობილი, რომელშიც აირბალონი არის დამონტაჟებული, საფუძვლიანად შემოწმდეს.

"გაზზე მომუშავე ყველა ავტომობილი 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა შემოწმდეს. ამჟამად საქართველოში აკრედიტებულია 2 კომპანია, რომლებიც ჩაატარებენ ინსპექტირებას. რამდენიმეს განაცხადი აქვს შემოტანილი და მალე მათაც შეეძლებათ, შეამოწმონ ავტომობილები.

კანონმდებლობაში მითითებულია, რომ 2018 წლის იანვრამდე ყველა ავტომობილი სტანდარტთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ვფიქრობ, ეს დრო საკმარისია, რომ ყველამ გაიაროს შემოწმება. ერთი წელი აქვთ დრო მძღოლებს, რათა აიღონ ინსპექტირების ოქმი", - განუცხადეს "რეზონანსს" აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი