რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?

რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?

პირველი ივლისიდან ძალაში შევა ახალი კანონი "საგზაო უსაფრთხოების შესახებ", რაც იმას ნიშნავს, რომ მართვის მოწმობაზე ქულათა სისტემა ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით, მართვის მოწმობას 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. მართვის მოწმობას ქულები საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში ჩამოაკლდება.

რამდენ ხანში შეიძლება დაკარგოს მართვის მოწმობა მძღოლმა, რომელიც საგზაო წესებს ხშირად არღვევს?

100 ქულიანი სისტემის ძალაში შესვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა მძღოლი გაფრთხილდება. დარღვევისას მძღოლების უმრავლესობა გამიზნულად მოქმედებს და ცხადია, როცა მძღოლებს ეცოდინებათ, რომ 100-ქულიანი სისტემა ამოქმედებულია, შეეცდებიან, აღარ დაარღვიონ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მაინც: გადავხედოთ ყველაზე ხშირ დარღვევებს.

► საკმარისია, ღერძულა ხაზი სამჯერ გადაკვეთოთ და სამივე შემთხვევაში მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით იმოძრაოთ, ანუ, იაროთ ე.წ. "პროწივზე", რომ თქვენი 100 ქულიდან მხოლოდ 10 ქულა დარჩება, რადგან საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე ჯარიმა 30 ქულაა.

► იმ შემთხვევაში, თუ ღერძულა ხაზს გადაკვეთთ, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით არ იმოძრავებთ, პირველად 10 ქულა დაგაკლდებათ, სამართალდარღვევის 1 წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში კი - უკვე 20 ქულა.

► შუქნიშნის წითელზე გავლა პირველად 15 ქულით ისჯება, განმეორებით კი - უკვე 20 ქულით.

► ავტომობილის მართვის დროს მობილური ტელფონით სარგებლობა 15 ქულით ისჯება.

► ასევე ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დარღვევაა უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, რომელიც 10 ქულის დაკლებას გამოიწვევს.

► საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის უგულებელყოფა 5 ქულით ისჯება.

► სისწრაფის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 10-დან 40 ქულამდეა. დეტალები: თუ სისწრაფეს 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადააჭარბებთ, 10 ქულა დაგაკლდებათ. თუ სისწრაფეს გადააჭარბებს მძღოლი, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, მას 20 ქულდა დააკლდება. თუ სისწრაფის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, 25 ქულით დაჯარიმდებით. ხოლო, თუ სისწრაფის გადაჭარბებამ გამოიწვია სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმა 40 ქულაა!

ამრიგად, მძღოლმა, რომელიც ძალიან ხშირად არღვევს მოძრაობის წესებს, მართვის მოწმობა, შესაძლოა, რამდენიმე დღეშიც კი დაკარგოს!

კალენდარული წლის განმავლობაში, 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და მის მისაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. ის მძღოლები კი, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს არ დაარღვევენ და მართვის მოწმობას წლის განმავლობაში 100 ქულით შეინარჩუნებენ, სახელმწიფოსგან წახალისდებიან. წახალისების ერთ-ერთი ფორმა შესაძლოა იყოს ავტომანქანის და სიცოცხლის შეღავათიანი პირობებით დაზღვევა, რა კუთხითაც სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებთან იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობაზე 2017 წლის 1 ივლისიდან მინიჭებული 100 ქულა, ძალაში 2018 წლის 1 იანვრამდე იქნება. 2018 წლიდან კი მართვის მოწმობას კალენდარული წლის განმავლობაში მიენიჭება 100 ქულა.

რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა დააკლდებათ მძღოლებს?

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი