სა­ხედ­რის რძე - უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­ს ელექ­სი­რი

სა­ხედ­რის რძე - უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­ს ელექ­სი­რი

დად­გე­ნი­ლია, რომ ერ­თი წვე­თი სა­ხედ­რის რძე 100 მი­ლი­ონ­ზე მეტ უწ­ვ­რი­ლეს ცხი­მის ბურ­თუ­ლას შე­ი­ცავს, რომ­ლე­ბიც სა­მა­სამ­დე სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბი­თაა მდი­და­რი, მათ შო­რის, კალ­ცით, ფოს­ფო­რით, A, B, C და D ვი­ტა­მი­ნე­ბით (მას­ში ჩ ვი­ტა­მი­ნის შემ­ც­ვე­ლო­ბა, ძრო­ხის რძეს­თან შე­და­რე­ბით, 60-ჯერ მე­ტი­ა), ომე­გა 3-ით, ომე­გა 6-ით... სა­ხედ­რის რძის მი­ღე­ბი­სას კა­ნი დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით კო­ლა­გენს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რძე­ში შე­მა­ვა­ლი ლაქ­ტო­ზა კი მის და­ბე­რე­ბას უშ­ლის ხელს. მი­ნე­რა­ლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის, ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი­სა და ბი­ო­აქ­ტი­უ­რი ფერ­მენ­ტე­ბის წყა­ლო­ბით ნელ­დე­ბა ნა­ო­ჭე­ბის წარ­მოქ­მ­ნის პრო­ცე­სი, კა­ნი გა­ცი­ლე­ბით ნა­ზი და ჯან­სა­ღი შე­ფე­რი­ლო­ბის ხდე­ბა. სა­ხედ­რის რძე არა­თუ ხელს უშ­ლის ცხი­მე­ბის წარ­მოქ­მ­ნას, არა­მედ უკ­ვე წარ­მოქ­მ­ნი­ლი ცხი­მის დაშ­ლი­სა და ორ­გა­ნიზ­მი­დან ქო­ლეს­ტე­რი­ნის გა­მო­დევ­ნის პრო­ცესს ააქ­ტი­უ­რებს... შე­სა­ბა­მი­სად, ის ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც გა­და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­ხით, ისე კოს­მე­ტი­კუ­რი და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა­ში.

პრო­ფე­სი­ით მხატ­ვარ­მა და მო­ქან­და­კემ, თე­მურ ლო­მი­ძემ, ათე­უ­ლი წლე­ბი მოს­კოვ­ში, კვიპ­როს­სა და ბერ­ლინ­ში გა­ა­ტა­რა. საზღ­ვარ­გა­რეთ მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობ­და, ქმნი­და ტი­ლო­ებ­სა და ქან­და­კე­ბებს. 350-მდე ტი­ლო­სა და 15 ქან­და­კე­ბის ავ­ტო­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო აუქ­ცი­ონ­ზე იყი­დე­ბა. მა­ღალ ხე­ლოვ­ნე­ბას ხე­ლი არ შე­უშ­ლია, ფერ­მე­რო­ბა­ზე ეფიქ­რა, ნო­ვა­ტო­რუ­ლი იდეა რე­ა­ლო­ბად ექ­ცია და სულ რა­ღაც ერ­თი წლის წინ, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ხედ­რე­ბის ფერ­მა მო­აწყო. სა­ხედ­რის რძე საკ­ვებ პრო­დუქ­ტად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­რე­გის­ტ­რირ­და. რძის მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა თან­და­თან, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად იზ­რ­დე­ბა...

- ბა­ტო­ნო თე­მურ, სა­ხედ­რის რძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­ც­თუ ისე სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა... რო­გორ გა­რის­კეთ, ბიზ­ნე­სი მეცხო­ვე­ლე­ო­ბის სწო­რედ ამ დარ­გ­ში და­გეწყოთ?

- ეს მარ­თ­ლაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა და მეცხო­ვე­ლე­ო­ბის ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ბა­რი­ე­რია. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლად სა­ხედ­რის შერ­ჩე­ვას, ამის შე­სა­ხებ საზღ­ვარ­გა­რეთ შე­ვიტყ­ვე... იყო დრო, რო­ცა კვიპ­როს­ში ნა­ნა­ხი ვი­რის ფერ­მე­ბი ღი­მილს მეც მგვრი­და. სა­ხედ­რის ფერ­მის გა­კე­თე­ბა მე­გო­ბარ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ინ­ტერ­ნე­ტით უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიე. გა­ვე­ცა­ნით მეც­ნი­ე­რულ დას­კ­ვ­ნებს და აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ვი­რის რძის უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­და­ნაა ცნო­ბი­ლი. ევ­რო­პა­ში კვლავ გამ­გ­ზავ­რე­ბუ­ლი, ამ სა­კითხით კი­დევ უფ­რო და­ვინ­ტე­რეს­დი. ვნა­ხე, რომ დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში 100 გრა­მი სა­ხედ­რის რძე 8 ევ­რო ღირ­და. დავ­ბ­რუნ­დი თუ არა, ამ პი­რუტყ­ვის შე­ძე­ნა და­ვიწყე და სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში 60 ცა­ლი შე­ვაგ­რო­ვე. თავ­და­პირ­ვე­ლად ისი­ნი მე­გობ­რის ღო­რის ფერ­მა­ში გან­ვა­თავ­სე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ფერ­მა თა­ვად მო­ვაწყ­ვე. სა­ერ­თოდ, სი­ახ­ლე მიყ­ვარს და გა­დავ­წყ­ვი­ტე, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ საქ­მის­თ­ვის ხე­ლი სწო­რედ მე მო­მე­კი­და... GზაPრესს

- წვე­ლის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯი­შე­ბი შე­არ­ჩი­ეთ?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ხე­დარს მხო­ლოდ ტვირ­თ­მ­ზი­და­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. პირ­ვე­ლად მე "მოვ­ხ­სე­ნი ტვირ­თი", "და­ვას­ვე­ნე" და სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შევ­ძი­ნე. ცნო­ბი­ლია იერუ­სა­ლი­მუ­რი, აზი­უ­რი, ბალ­კა­ნუ­რი და შავ­ცხ­ვი­რა ჯი­შე­ბი. იერუ­სა­ლი­მურ თეთრ სა­ხე­დარს ტან­ზე ჯვა­რი აქვს გა­მო­სა­ხუ­ლი. იტა­ლი­ა­ში ერ­თი კი­ლოგ­რა­მი სა­ხედ­რის ხორ­ცის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15 ევ­როა, დე­ლი­კა­ტე­სია და სერ­ვე­ლა­დი, რო­მე­ლიც ვი­რის ან ცხე­ნის ხორცს არ შე­ი­ცავს, სრულ­ფა­სოვ­ნად არ მი­იჩ­ნე­ვა. მე­ხორ­ცუ­ლი ჯი­ში შავ­ცხ­ვი­რაა. ზო­გი­ერ­თი ჯი­შის სა­ხე­და­რი მო­საწ­ვე­ლად არა­ვის იკა­რებს. ზო­გი 400 გრამს იწ­ვე­ლის, სა­ერ­თოდ კი, დღი­უ­რი ნაწ­ვე­ლის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა 250-300 გრამს შე­ად­გენს. ჩო­ჩორს სა­ღა­მო­ო­ბით ცალ­კე ვამ­წყ­ვ­დევთ და დე­დას დი­ლით ვწვე­ლით. დე­დის რძის გა­რე­შე ჩო­ჩო­რი მოკ­ვ­დე­ბა. დე­დაც რძეს გა­იშ­რობს. სა­ერ­თოდ, სა­ხე­და­რი მხო­ლოდ მა­შინ იწ­ვე­ლე­ბა, რო­ცა ჩო­ჩო­რი ჰყავს. 12-თვი­ა­ნი მა­კე­ო­ბის შემ­დეგ მე-13 თვეს მშო­ბი­ა­რობს და 9 თვე რძეს გვაძ­ლევს.

- რო­მელ ქვეყ­ნებ­შია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად მეცხო­ვე­ლე­ო­ბის ეს დარ­გი?

- სერ­ბეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში, სა­ბერ­ძ­ნეთ­სა და კვიპ­როს­ში. რძეს, რომ­ლის 1 ლიტ­რის ფა­სი 40 ევ­როა, ძი­რი­თა­დად, კოს­მე­ტი­კუ­რი, სამ­კურ­ნა­ლო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თ­ვის იყე­ნე­ბენ. შვე­ი­ცა­რი­ა­ში მი­სით უკ­ვე შო­კო­ლად­საც ამ­ზა­დე­ბენ. ამ­ზა­დე­ბენ, ასე­ვე, ჩვი­ლის საკ­ვებს, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი უძ­ვი­რე­სი პრო­დუქ­ტია. თუ თხის რძის ცხი­მი­ა­ნო­ბა 6-7%-ს შე­ად­გენს, სა­ხედ­რის რძე­ში ის მხო­ლოდ 0.5-ია. ამ რძე­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი 10-მი­ლიგ­რა­მი­ა­ნი საპ­ნის ფა­სი 6 ევ­რო გახ­ლავთ. რაც შე­ე­ხე­ბა ყველს, ის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­ხე­ო­ბა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. ერ­თი კი­ლოგ­რა­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1.000 ევ­როა. არ შე­ი­ცავს არა­ნა­ირ სპე­ცი­ა­ლურ ინ­გ­რე­დი­ენტს, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნა­ტუ­რა­ლუ­რი და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო. მას მხო­ლოდ სერ­ბეთ­ში აწარ­მო­ე­ბენ. სხვა­თა შო­რის, ცნო­ბილ­მა სერ­ბ­მა ჩოგ­ბურ­თელ­მა, ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩ­მა მას შემ­დეგ, რაც სა­ხედ­რის ყვე­ლის შე­სა­ხებ შე­იტყო, სერ­ბე­თის ყვე­ლა ფერ­მი­დან სა­კუ­თა­რი რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლის­თ­ვის მთე­ლი მა­რა­გი შე­ის­ყი­და... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი