რა ვითარებაა რეგიონებსა და თბილისის უბნებში, სადაც ცოტა ხნის წინ ძლიერი წვიმა იყო

რა ვითარებაა რეგიონებსა და თბილისის უბნებში, სადაც ცოტა ხნის წინ ძლიერი წვიმა იყო

საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე მეწყერი ჩამოწვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა აცნობეს.

რაც შეეხება თბილისს, სამგორისა და ისნის რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები და სარდაფები. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე გასული არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ამოტუმბვის სამუშაოები. სააგენტოში ათობით გამოძახებაა დაფიქსირებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საქართველოში არამდგრადი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, ამჟამად ძლიერი წვიმაა თავისუფლების მოედანზე, ვარკეთილში, აფრიკის დასახლებაში, წვიმს რუსთავის ტერიტორიაზე, მარტყოფშიც და მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ავჭალაში.

"ხვალაც დღის მეორე ნახევარში, დასავლეთის ზოგიერთ და აღმოსავლეთის უმეტეს რაიონში ღამისა და საღამოს საათებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. პირველი ივლისიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში სანაპირო რაიონებში ხვალ მაქსიმალური ტემპერატურა 23-25 გრადუსია მოსალოდნელი, კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში მოსალოდნელია 28-30 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა იქნება 27-32 გრადუსი. დედაქალაქში დროგამოშვებით ხვალ დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში იქნება 30-32 გრადუსი.

ნახეთ ვიდეო: წყალდიდობა თბილისში - რა ხდება ამ წუთებში აეროპორტის ტრასაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი