როდემდე შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი - სინოპტიკოსების პროგნოზი

როდემდე შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში არამდგრადი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება.

"ხვალაც დღის მეორე ნახევარში, დასავლეთის ზოგიერთ და აღმოსავლეთის უმეტეს რაიონში ღამისა და საღამოს საათებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. პირველი ივლისიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში სანაპირო რაიონებში ხვალ მაქსიმალური ტემპერატურა 23-25 გრადუსია მოსალოდნელი, კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში მოსალოდნელია 28-30 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა იქნება 27-32 გრადუსი. დედაქალაქში დროგამოშვებით ხვალ დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში იქნება 30-32 გრადუსი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი