"ისე გადაუარა დედა-შვილს და მერე გაიქცა, არც კი დაუმუხრუჭებია..." - რუსთავში, ავარიის შედეგად გარდაცვლილ ქალს 4 შვილი დარჩა

"ისე გადაუარა დედა-შვილს და მერე გაიქცა, არც კი დაუმუხრუჭებია..." - რუსთავში, ავარიის შედეგად გარდაცვლილ ქალს 4 შვილი დარჩა

27 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას 4 შვილის დედა ემსხვერპლა, მისი ნაბოლარა ქალიშვილი კი მძიმე დაზიანებებით ჯერაც საავადმყოფოში რჩება.

გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "მერსედესის" მარკის მანქანის მძღოლმა უგონოდ მყოფი 50 წლის მარინა ბორცვაძე და მისი 13 წლის გოგონა ქუჩაში უმძიმეს მდგომარეობაში მიატოვა და გაიქცა. უგონოდ მყოფი დედა-შვილისთვის სასწრაფო დახმარება გამვლელებმა გამოიძახეს. საავადმყოფოში გადაყვანისას დედაც და შვილიც ცოცხლები იყვნენ, თუმცა მედიკოსთა განცხადებით, ქალის მდგომარეობა უმძიმესი იყო. ის საოპერაციოდ მოამზადეს, რა დროსაც გული რამდენჯერმე გაჩერდა, ოპერაციის მსვლელობისას კი მარინა ბორცვაძე გარდაიცვალა.

მისი გოგონას გადარჩენა მოხერხდა. მრავლობითი ტრამვებით მიყენებული შოკის გამო მას ცნობიერება მხოლოდ მესამე დღეს დაუბრუნდა.

მატერიალურად უმძიმეს მდგომარეობაშია გარდაცვლილის ოჯახი - მარინას სოციალურად დაუცველი ოთხი შვილი და უმუშევარი მეუღლე დარჩა. ამბობენ, რომ გონსმოსული მარიამი დედას გამუდმებით კითხულობს...

ზაქრო ბორცვაძე, გარდაცვლილის ძმა:

- მე და ჩემი და ცხინვალიდან ლტოლვილები ვართ. ცხოვრება ისედაც არ გვილხინდა და მით უფრო ჩემი დის ოჯახს: ოთხი შვილის გაზრდა იოლი არ არის, მით უფრო, როდესაც ქვეყანაში სამსახურის შოვნა ძალიან ჭირს. ძალიან უჭირდათ. როდესაც ჩემი დის მეუღლემაც დაკარგა სამუშაო, სოფელში წავიდნენ საცხოვრებლად. სულ ორი დღის ჩამოსულები იყვნენ რუსთავში. გოგონა მარინას ნაბოლარა შვილია და დედას გვერდიდან არ სცილდებოდა, სულ უკან დასდევდა... გამუდმებით კითხულობს ჯერ არ იცის, რომ დედა აღარ ჰყავს, ვერ ვეუბნებით...

- ავტოკატასტროფა როგორ მოხდა?

- როგორც მითხრეს, დაახლოებით საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, ჩემი უფროსი დისშვილი ადრე დაოჯახდა და ჩემი და სწორედ მისი და შვილიშვილის სანახავად მიდოდა, აი, ამ დროს დავიღუპეთ...

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი და ქუჩაზე ისე არ გადავიდოდა, გარშემო კარგად რომ არ მიმოეხედა. თითქოს წინათგრძნობა ჰქონდაო, სასტიკად ეშინოდა ქუჩაზე გადასვლის, მით უფრო ფრთხილად იქნებოდა, შვილიც ახლდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი