"ტელეფონიდან მომწერა: დედა თურქეთში ჩავრჩი და ვკვდები, მიშველეო" - რას ჰყვება გაუჩინარებული გივი მჭედლიშვილის დედა

"ტელეფონიდან მომწერა: დედა თურქეთში ჩავრჩი და ვკვდები, მიშველეო" - რას ჰყვება გაუჩინარებული გივი მჭედლიშვილის დედა

ყველას დახმარება მჭირდება, ხელისუფლების, საკონსულოების, მეგობრების, ნაცნობებისა თუ უცნობების, - ამის შესახებ თურქეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქის დედა ინგა მოდებაძე აცხადებს.

ინგა მოდებაძის თქმით, მას დაუკავშირდა თურქეთში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი, რომელმაც უთხრა, რომ მისი შვილის ძებნა დაწყებულია და ყველანაირად დაეხმარებიან. მოდებაძის განცხადებით, მისი შვილი გივი მჭედლიშვილი საბერძნეთში თურქეთის გავლით, ავტობუსით მიემგზავრებოდა, თუმცა შენგენის ზონაში არ დაუშვეს.

"მარტო მოდიოდა, მძღოლებს ჩავაბარეთ. ჩემი ნომერი დაავიწყდა და იმიტომ აღარ შემოუშვეს, სხვა ყველაფერი, საბუთები მწყობრში ჰქონდა. მასთან ერთად ვიღაც გოგო ჩამოუსვიათ და როგორც მაცნობეს, ეს გოგო უკან წასულა, მანამდე მოასწრო და გუშინ, როგორც ჩანს იმ გოგოს ტელეფონიდან მომწერა: დედა თურქეთში ჩავრჩი და ვკვდები, მიშველეო. თავად ტელეფონი არ ჰქონდა, გაფუჭებული ჰქონდა", - განაცხადა მოდებაძემ.

ამ დროისთვის ოჯახი გივი მჭედლიშვილთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

საქართველოს მოქალაქე, 1998 წლის 4 ივლისს დაბადებული გივი მჭედლიშვილი, რომელიც თურქეთის გავლით საბერძნთეში მიემგზავრებოდა, 3 დღეა დაკარგულია.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი