ახალი ინფორმაცია აგლაძის ქუჩიდან, სადაც ავტონაწილების ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია

ახალი ინფორმაცია აგლაძის ქუჩიდან, სადაც ავტონაწილების ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია

აგლაძის ქუჩაზე, ავტო ნაწილების მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 600 კვ.მ-ზეა მოდებული.

"აგლაძის ქუჩაზე, ავტო ნაწილების მაღაზიაში გაჩენილი ხანძარი დაახლოებით 600 კვ.მ-ზეა მოდებული. ადგილზე მობილიზებულია 15-მდე სახანძრო და სამაშველო მანქანა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა!", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. ადგილზე ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ნახეთ კადრები ადგილიდან

წაიკითხეთ: ელიავაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მაღაზიების მეპატრონეები ვერტმფრენის გამოყენებას ითხოვენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი