ელიავაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული - დაშავებულებს შორის მეხანძრეცაა

ელიავაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული - დაშავებულებს შორის მეხანძრეცაა

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მეხანძრეა, რომელსაც ქაფი შეესხა თვალში. ორ დაზარალებულს კი შოკური შეტევა ჰქონდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით არის ჰოსპიტალიზირებული კიდევ ერთი პირი.

ელიავას ბაზრობაზე დღეს საღამოს ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ე.წ. სექტორების რიგში გაჩნდა. ხანძრის შედეგად 2300 კვადრატული მეტრია დამწვარი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის განცხადებით, ცეცხლი ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 20-მდე სახანძრო მანქანა და 150-მდე მაშველი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი