რატომ არ შეხვდა დონალდ ტრამპს ქართველი გამომგონებელი

რატომ არ შეხვდა დონალდ ტრამპს ქართველი გამომგონებელი

რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენი დონალდ ტრამპი ქართველ გამომგონებელთან, თემურ მაისურაძესთან შეხვედრას დაჟინებით ითხოვდა... რომელი ინოვაციური პროექტით დაინტერესდა ტრამპი და რა ბედი ეწია ამ პროექტს?! ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" თემურ­ მაისურაძე­ ესაუბრა.

- როცა სააკაშვილმა დონალდ ტრამპი­ საქართველოში ჩამოიყვანა, ბიზნესმენის წარმომადგენელი დამიკავშირდა, მითხრა, თქვენი გამოგონებით დაინტერესდა და შეხვ­ედრა უნდაო. ეს გამოგონება აშშ-შიც მქონდა დაპატენტებული. როგორც ჩანს, ტრამპმა ინფორმაცია იქიდან მიიღო.

- და რა გამოგონებაა ეს?

- მზის ენერგიაზე მომუშავე, მართვადი­ გამჭვირვალე მინის შექმნა, რაც მართლაც ინოვაციური პროექტია. ეს მინა ერთი შეხედვით ჩვეულებ­რივია, მზის ენერგიით იკვებება და დისტანციური პულტით მისი გამუქება ან გაღიავება შეიძლება.­ შეიძლება ავტომატურ რეჟიმზე გადაყვანაც - მზის ამოსვლისას­ მინა გამუქდება, დაბინდები­სას კი გაღია­ვდება. ასეთი მინ­ით­ შეძლებთ, ე.წ. ვირტუალური ფარდა ჩამოაფაროთ. თუ ავტომატურ­ რე­ჟ­იმს ჩართავთ, რაც მეტი შუქი იქნება, მეტად გამუქდება, შებინდ­ებისას კი თანდათან გამჭვირვალე გახდება. ეს მინები სასტუმროებისთვის­ არის სასურველი. როგორც ჩანს, ტრამპსაც­ საკუთარი სასტუმროების ქსელისთვისაც უნდოდა... მისი გამოყენება შეიძლება ავტომობილებში, სათვალეებში და ა.შ.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი