"იმ გო­გომ მითხ­რა: ან თე­ატ­რი, ან მე­ო" - ზუ­რა სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ

"იმ გო­გომ მითხ­რა: ან თე­ატ­რი, ან მე­ო" - ზუ­რა სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ

ბავ­შ­ვო­ბა­ში მღე­რო­და, მე­რე მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­დაწყ­ვი­ტა და თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტიც და­ამ­თავ­რა, დღეს კი - თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. ერ­თი კვი­რის წინ მი­სი კი­ნო­დე­ბი­უ­ტი შედ­გა ლე­ვან ან­ჯა­ფა­რი­ძის ახალ ფილ­მ­ში - "მტე­რი ჩე­მი - ძმა ჩე­მი!" კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ახ­ლა საპ­რე­მი­ე­რო დღე­ე­ბია. ნა­მუ­შე­ვა­რი აფხა­ზე­თის ომის თე­მა­ზეა, სა­დაც ზუ­რა სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი მთა­ვარ როლს თა­მა­შობს და არ­ც­თუ ური­გოდ.

რო­გორც რე­ჟი­სო­რი და პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, მხო­ლოდ ზნე­ობ­რი­ვი მა­გა­ლი­თე­ბით, პა­ტი­ე­ბი­თა და რა­ღა­ცის დათ­მო­ბით შე­იძ­ლე­ბა მწვა­ვე კონ­ფ­ლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბა, რი­სი უტყუ­ა­რი მა­გა­ლი­თიც არის მთე­ლი ფილ­მი...

ზუ­რა სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი:

- ვცდი­ლობ­დი, ჩე­მი გმი­რის ტკი­ვი­ლი გად­მო­მე­ცა, თუმ­ცა, მხო­ლოდ ის ხომ არ არის ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პ­ლი?! აფხა­ზე­თის ომ­ში მსგავ­სი პრობ­ლე­მა ბევრ ადა­მი­ანს ჰქონ­და, რო­გორც ქარ­თ­ვე­ლებს, ისე - აფხა­ზებს... ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ­დი, გმი­რის დარ­დი, სევ­და მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა.

- გი­ლო­ცავ, ეს შე­ძე­ლი...

- თუ ასეა და ხალ­ხ­მა იგ­რ­ძ­ნო, გა­ნი­ცა­და ის უბე­დუ­რე­ბა, რაც ამ ადა­მი­ანს წა­მი­ე­რად და­ატყ­და თავს (ამ პერ­სო­ნაჟს დე­და, ძმა, მე­უღ­ლე და შვი­ლი (ჩვი­ლი) აუფეთ­ქეს), მა­შინ ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. ჩე­მი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის მი­ზა­ნიც ხომ ის არის, რომ გმი­რის ამ­ბა­ვი მა­ყუ­რებ­ლამ­დე სწო­რად მი­ვი­ტა­ნო.

- შენს გმირს მოტყუ­ე­ბით, აფხა­ზი ძმად­ნა­ფი­ცის სა­ხე­ლით "სა­ჩუ­ქა­რი" (პა­კეტ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ნაღ­მი) მი­უძღ­ვ­ნეს, რა­საც მის თვალ­წინ, ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა... თუმ­ცა, ფილ­მის ფი­ნალ­ში ირ­კ­ვე­ვა, რომ ძმად­ნა­ფიცს, თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი ჟეს­ტით აპა­ტია, მი­უ­ტე­ვა...

- ის მთე­ლი ფილ­მის მან­ძილ­ზე, ფე­ხით დიდ გზას გა­დის, რა­თა "სა­ჩუ­ქა­რი" და­უბ­რუ­ნოს და ფილ­მის მთე­ლი ინ­ტ­რი­გაც ეგ არის: არც ერთ ეპი­ზოდ­ში არ ირ­კ­ვე­ვა, თუ რა აქვს გუ­და­ში, რო­მე­ლიც მხარ­ზე აკი­დე­ბუ­ლი მო­აქვს. არა­და, გუ­და­ში მი­სი ძმად­ნა­ფი­ცის ახალ­შე­ძენი­ლი, ნა­ნატ­რი შვი­ლის­თ­ვის აკ­ვა­ნი მი­აქვს...

ალ­ბათ, ათას­ში ერ­თი კა­ცი თუ შეძ­ლებს ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბას... რო­გორ ძა­ლი­ან უნ­და გჯე­რო­დეს ადა­მი­ა­ნის, რომ თუნ­დაც, ასე­თი დი­დი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ასე მო­იქ­ცე? ჩემს გმირს ეს უნა­რი და ასე­თი რწმე­ნაც აღ­მო­აჩ­ნ­და...

- შე­ნი უშუ­ა­ლო პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი ტა­ტო ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი და ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვი­ლი არი­ან. ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის გმირს კი, უღირ­სი საქ­ცი­ე­ლის­თ­ვის, სა­სიკ­ვ­დი­ლოდ იმე­ტებ. რას გვეტყ­ვი პარ­ტ­ნი­ო­რებ­ზე?

- რო­გორც ადა­მი­ა­ნი, ორი­ვე ბრწყინ­ვა­ლეა - ტა­ტოც, ალე­კოც... ჩვე­ნი გაც­ნო­ბა ამ ფილ­მით მოხ­და. ერ­თ­მა­ნეთს კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვხვდე­ბო­დით. თუ ადა­მი­ან­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გაქვს, მას­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბას ვერ შეძ­ლებ, ნა­მუ­შე­ვა­რი ყალ­ბი იქ­ნე­ბა... პარ­ტ­ნი­ორს უნ­და ენ­დო­ბო­დე. გა­მი­მარ­თ­ლა, ჩემ­თ­ვის ტა­ტო და ალე­კო ბრწყინ­ვა­ლე პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი არი­ან... განაგრძეთ კითვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი