"ნიჭიერის" მონაწილე "კარუზო" გარდაიცვალა

"ნიჭიერის" მონაწილე "კარუზო" გარდაიცვალა

პროექტ "ნიჭიერის" მონაწილე, ტაქსისტი გევორქ პეტროსიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ Ambebi.ge-ს მისმა მეგობარმა დავით ბახტაძემ დაუდასტურა:

- გევორქს სიმსივნე ჰქონდა, 21 ივნისს გაიკეთა პანკრიასის ოპერაცია, ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა და დღეს გავიგე, რომ გარდაიცვალა.

გევორქ პეტროსიანი საზოგადოებამ პროექტ "ნიჭიერიდან" გაიცნო. ტაქსის მძღოლის მიერ შესრულებულმა საოპერო არიამ პროექტის ჟიური და მაყურებელი თავიდანვე მოხიბლა და მას ქართველი "კარუზო" შეარქვეს. გევორქ პეტროსიანს ყოფილ ცოლთან ჰქონდა პრობლემები, რაზეც საჯაროდ პირველად სწორედ Ambebi.ge-სთან ისაუბრა. მათი დაშორების მიზეზი რელიგიურ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

წაიკითხეთ: "ნიჭიერის კარუზოს" გულახდილი ისტორია დაკარგულ ცოლსა და სარწმუნოებაზე - გევორქ პეტროსიანი იეღოველების წინააღმდეგ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი