რამდენ ხანს გაგრძელდება წვიმიანი დღეები საქართველოში

რამდენ ხანს გაგრძელდება წვიმიანი დღეები საქართველოში

საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი.

როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს, მიმდინარე კვირის ბოლომდე ჰაერის ტემპერატურა გრილი ჰაერის მასების მოქმედებით იქნება განპირობებული.

მეტეოროლოგები წვიმის შესუსტებას 8-9 ივლისიდან პროგნოზირებენ, ხოლო 12 ივლისიდან საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო ზოლს, სადაც გუშინ ხუთბალიანი შტორმი დაფიქსირდა, 12 ივლისის ჩათვლით შტორმი მოსალოდნელი არ არის. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების ცენტში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი