რეპორტაჟი სოფლიდან, სადაც რუსეთმა ახალი "საზღვარი" გაავლო

რეპორტაჟი სოფლიდან, სადაც რუსეთმა ახალი "საზღვარი" გაავლო

გადმოწეული "საზღვრები", მავთულხლართები, "სახელმწიფო საზღვრის" აღმნიშვნელი ბოძები და აბრები - საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სხვა სოფლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერშუეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მცოცავ ოკუპაციას განიცდის. 200, 500, 1500, 2000 და ასე დაუსრულებლად... დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზი ყოველწლიურად სხვადასხვა მანძილით აქეთ, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ იწევს. ასეულობით მეტრით გაზრდილ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მიმდინარე წლის ივლისში, კიდევ 3 ახალი რუსული ბანერი და 700 მეტრი მიწა დაემატა.

სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სასოფლო-სამეურნეო სავარგული ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვრის ახალი მანიშნებელი ამჯერად, გია ხოდელის ქერის ბაღში დაამონტაჟეს. ოჯახში ამბობენ, რომ 2008 წლის შემდეგ, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მათი ნაკვეთი ე.წ. საზღვრის იქით მოჰყვა და მიწის ნაკვეთთან ერთად, ასაღები მოსავალიც დაკარგეს.

"ნაკვეთში მოსავალს ვიღებდით, მუშები გვყავდა დაქირავებული. ერთ-ერთი მუშა თავის მანქანასთან ერთად, ნაკვეთიდანვე წაიყვანეს, 1 კვირა ცხინვალის იზოლატორში დატოვეს და თანხის გადახდის შემდეგ გამოუშვეს. მეორე წელს ნაკვეთის მოხვნაღა მოვასწარით, დათესვა-მოყვანის უფლება აღარ მოგვცეს, შემოგვითვალეს, ტყუილად ნუ ირჯებითო და ბანერი დაამონტაჟეს. წელს სხვა ნაკვეთი დავამუშავეთ, მაგრამ აქაც ახალი ნიშანი დააყენეს,"- ამბობს ხათუნა მაისურაძე. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი