რატომ შემცირდა ტურისტების რაოდენობა შავიზღვისპირეთში?

რატომ შემცირდა ტურისტების რაოდენობა შავიზღვისპირეთში?

საქართველოს საზღვაო კურორტებზე ზაფხულისთვის საგანგებოდ ემზადებიან, რადგან საკურორტო სეზონი იქ მცხოვრები ოჯახებისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა.

საოჯახო სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ გრილ და წვიმიან ივნისს არანაკლებ წვიმიანი ივლისი მოჰყვა, რამაც ტურისტების ჩამოსვლა საგრძნობლად შეაფერხა. რა მდგომარეობაა ამჟამად შავიზღვისპირეთში? - ამის გასარკვევად რამდენიმე საოჯახო სასტუმროს დავუკავშირდით. ქობულეთში მდებარე სასტუმრო "დათას" მეპატრონე - ქეთევან ბერიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში არიან.

"ჩემი დაკვირვებით ქობულეთში ასეთი სიტუაციაა: ვიდრე აღმაშენებლის ქუჩა არ შეივსება, სხვა ქუჩებს ტურისტები ნაკლებად ჰყავს. აღმაშენებლის ქუჩაზე ბევრი კაფე-ბარი და რესტორანია, სულ ხალხმრავლობაა და ახალგაზრდობაც ამ ქუჩას ეტანება. უცხოელები კი, უფრო მყუდრო გარემოს ეძებენ. ჩვენი სასტუმრო მყუდრო ადგილას მდებარეობს და ეს ძალიან გვშველის: დამსვენებელს შეუძლია 3-4 წუთში მოხვდეს აღმაშენებლის ქუჩაზე, გაერთოს და უკან დაბრუნებულმა მშვიდად დაისვენოს", - აღნიშნავს ქეთევან ბერიძე.

სასტუმროს მფლობელის თქმით, წვიმიანი ზაფხული ძალიან აშინებს, რადგან ეს სეზონის ჩავარდნას ნიშნავს.

"წვიმიანი ზაფხული ჩვენთან არავის უხარია, რადგან ეს ტურისტების რაოდენობაზე ცუდად აისახება. როდესაც ტემპერატურა მაღალია, დამსვენებლების რიცხვი მატულობს, წვიმიან დღეებში კი - იკლებს", - აცხადებს ქეთევან ბერიძე.

განაგრძე კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი