სად ჩადებდნენ ფულს, ბიზნესს რომ დღეს იწყებდნენ? - წარმატებული ქართველი ბიზნესმენების პასუხები

სად ჩადებდნენ ფულს, ბიზნესს რომ დღეს იწყებდნენ? - წარმატებული ქართველი ბიზნესმენების პასუხები

რომელ სფეროში შეიძლება დღეს ფულის ჩადება და რა პერსპექტივები აქვს საქართველოში ბიზნესის განვითარებას?

Bpn.ge თავის მკითხველს წარმატებული ქართველი ბიზნესმენების მიერ დასახელებულ კონკრეტულ სფეროებსა და ბიზნესის დაწყების კონკრეტულ შესაძლებლობებს სთავაზობს, რომლებზეც მათ გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-ში ისაუბრეს.

კომპანია "ყაზბეგის" პრეზიდენტი, გოგი თოფაძე ყველაზე პერსპექტიულ სფეროდ სოფლის მეურნეობას ასახელებს: "სოფლის მეურნეობაში ათასი ვარიანტია, ძალიან ბევრი საკონსერვო ქარხანა აშენდება. სერიოზულ კანონს ვამზადებთ მთის რეგიონების შეღავათებთან დაკავშირებით: წარმოება 10 წელი თავისუფლდება გადასახადისაგან, თუ მთაში რამეს გააკეთებ. მთის რეგიონებში იმდენი საქონელი ჰყავთ, ყველიც შეგვიძლია ვაწარმოოთ. გავუძლებთ კონკურენციას. არის კომპაქტური ქარხნები და ეს მარტივად გასაკეთებელია, მთავარი ხელშეწყობაა" (იხილეთ: ივანიშვილმა თოფაძეს ქარხანა აჩუქა - "მომცა და მითხრა, გოგი, შენ მოუარეო")

"ავერსის" დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე მიიჩნევს, რომ ბიზნესმენმა ის ბიზნესი უნდა აწარმოოს, რომელშიც დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს და აღნიშნავს, რომ საქართველოში, სამედიცინო სფეროში ბიზნესს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს: "საქართველოში უზარმაზარი თავისუფალი ნიშაა სამედიცინო სფეროში. რა თქმა უნდა, ფარმაცევტულში უფრო დიდი კონკურენციაა, ვიდრე სამედიცინო, კლინიკების ჰოსპიტალურ სექტორში. ბევრად ადვილია დღეს კლინიკის გახსნა და წარმატებულად მუშაობა, ვიდრე ფარმაცევტული კომპანიის გახსნა იმიტომ, რომ ფარმაცევტული კომპნიების ბიზნესი იწყება 1994 წლიდან და არის ძალიან გამწვავებული კონკურენცია. სამედიცინო, ანუ ჰოსპიტალურ ბიზნესში ასეთი მწვავე კონკურენცია არ არის. ნებისმიერ ქვეყანაში, რაც არ უნდა განვითარებული იყოს ყველა ბიზნესი, ყოველთვის შეიძლება ნულიდან დაწყება და ამის ნათელი მაგალითია ამერიკა, აქ რომ განვითარებულია ბიზნესი და სფეროები, ისე არსად არის, მაგრამ მაინც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ნულიდან ქმნიან უზარმაზარ კომპანიებს" (იხილეთ: ერთი ჩანთა მედიკამენტებით დაწყებული დიდი ბიზნესი)

"კოკა-კოლას" პრეზიდენტს, თემურ ჭყონიას მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სარეკლამო მასალის წარმოების იდეა აქვს: "ძალიან დიდი ბაზარია აუთვისებელი, დიდი შესაძლებლობები არსებობს და ძალიან ვრცელი თემაა. მაგალითად, მსოფლიო მასშტაბით არსებული 100 ცნობილი ბრენდი, რომელიც მთელ მსოფლიოშია მოდებული, წელიწადში ხარჯავს 500 მილიარდ დოლარს. ეს არის საბადო. ამ 500 მილიარდს იყენებს მთელი მსოფლიო. და ეს 500 მილიარდი რაც არის, ეს არის ის ტექნოლოგიები, რომლებიც უნდა დაინერგოს საქართველოში, აწარმოო ბრენდების სარეკლამო მასალა და მთელ მსოფლიოს მოედო" (იხილეთ: როგორ იშოვა ფული თემურ ჭყონიამ)

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი