ადიდებულმა მდინარე აბაშამ 65 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

ადიდებულმა მდინარე აბაშამ 65 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე აბაშა ადიდდა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც "ინტეპრესნიუსს" მარტვილის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ განუცხადა, სოფელ საელიაოს მცხოვრებ 65 წლის მამაკაცს მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გადაჰყვადა, რა დროსაც მდინარე მოულოდნელად ადიდდა და მამაკაცი წყალმა წაიღო. ცხედარი რამდენიმე სოფლის მოშორებით იპოვეს.

ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს სხვა რაიონებშიც. ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში საცხოვრებელი სახელბის პირველი სართულები დაიტბორა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი