"ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-3 სეზონი იყო, როცა და გარდამეცვალა" - ჯულიანა ბარგნარის დიდი ტკივილი და უარი სარფიან შემოთავაზებებზე

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-3 სეზონი იყო, როცა და გარდამეცვალა" - ჯულიანა ბარგნარის დიდი ტკივილი და უარი სარფიან შემოთავაზებებზე

ჯულიანა ბარ-გნარი პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" ეთერში გასვლის შემდეგ, სულ ცეკვავს, მხოლოდ ერთი სეზონი გამოტოვა. პოპულარობასთან ერთად, მან მაყურებლის დიდი სიყვარულიც მოიპოვა. "ის ჩემთვის მართლა აღმოჩენაა", - ამბობს წლევანდელ მეწყვილე მსახიობ გიორგი ბახუტაშვილზე და იმასაც დასძენს, რით არის გიორგი მისთვის გამორჩეული და საინტერესო.

- პროექტში მოხვედრამდე გიორგის შორიდან ვიცნობდი, როგორც მსახიობს. ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. საქმეს ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. როცა ახალ ცეკვაზე ვმუშაობთ, ინტერნეტში უყურებს, როგორი მანერებია საჭირო, როგორი ხასიათი და ა.შ. ანუ ცეკვის შესახებ ინფორმაციას ეცნობა. საქმეს პროფესიონალი მოცეკვავესავით უდგება, რაც უდავოდ, დასაფასებელია. ნომრის კარგად შესრულებაში მსახიობური ნიჭიც ეხმარება. ამ სიღრმეში მეც ძალიან ჩამითრია. შეიძლება ბევრი იშრომო, რეპეტიციებზეც კარგად იცეკვო, მაგრამ ის წუთი რომ დადგება, როცა მაყურებელსა და ჟიურის თავი უნდა მოაწონო, სწორედ მაშინ რაღაც მოხდეს შენში და თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინო. ძალიან რთულია ყველაფრის სწორად გაკეთება, როცა ამ საქმის პროფესიონალი არ ხარ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომზადებას. უნდა ისწავლო, როგორ გაეთიშო ყველაფერს, როგორ მოახდინო გონების მობილიზება. ყველა ჩვენს ცეკვას ვუყურებთ, ვაფასებთ და ვაანალიზებთ.

- საკუთარ თავზე, ყველაზე ხშირად, რა გესმის?

- მესმის, რომ "რბილი" და პოზიტიური ადამიანი ვარ. ერთი შეხედვით, შესაძლოა, მართლა ასეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ ვინც კარგად მიცნობს, ვერ იტყვის, რომ რბილი ხასიათი მაქვს, განსაკუთრებით საქმესთან დამოკიდებულებაში. მაქვს უნარი, ადამიანს ხასიათი შევუწყო. თუ ვგრძნობ, ჩემი სირბილეა საჭირო, ასეთიც ვხდები, მაგრამ ეს არასდროს ხდება ხელოვნურად.

- საკუთარი თავისადმი ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ხარ?

- ძალიან. რამე თუ არ გამომდის, ყოველთვის ვცდილობ, ჩემს თავში ვიპოვო მიზეზი. სხვას ვერ შეცვლი. ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლა შეუძლია.

- თუმცა, საკუთარ თავში ამის ძალას ყველა ვერ პოულობს.

- მე ვცდილობ, უფრო ძლიერი გავხდე, მეტად მაღალი ხარისხი ვაჩვენო, არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით და არ ვჩერდები იმ შედეგზე, რომელიც მაქვს.

- ეს რაც შეეხება ცეკვას. ცეკვის მიღმაც რომ ვილაპარაკოთ, იმავეს იტყვი?

- საკუთარ თავზე მუშაობა ძალიან მიყვარს. ვგრძნობ, ჩემს ცხოვრებაში დადგება ისეთი პერიოდი, როცა საკუთარ თავზე სამუშაოდ მეტი დროის გამონახვას მოვახერხებ. სულ მაქვს განცდა, რომ მომავალში რაღაც კარგი უნდა გავაკეთო. შინაგანად ვგრძნობ, როგორ უნდა განვავითარო ჩემი თავი.

- შედარებით დიდ მიღწევად რას მიიჩნევ, რომელიც საკუთარ თავთან მუშაობის შედეგად გამოგივიდა?

- ვცდილობ, არ ვიყო ფეთქებადი. ადრე რამე თუ არ მომეწონებოდა ან მეწყინებოდა, ეგრევე ემოციას გამოვხატავდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, გავაანალიზე, რომ ეს კარგი თვისება არ არის. დღეს იმპულსურად აღარ ვმოქმედებ.

- ემოციების მართვა ისწავლე?

- ძალიან რთულია, მაგრამ ეს სირთულე დავძლიე.

- ნიღბის ტარება თუ გიწევს ხოლმე?

- ვცდილობ, ნიღაბი არც ერთ შემთხვევაში არ მოვირგო. ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელები არიან და არ თამაშობენ. როცა ბავშვებს ვამეცადინებ, მათაც ვასწავლი, იყვნენ ბუნებრივები. გულწრფელობა და ბუნებრიობა შეუფასებელი რამ არის.

- როცა გრძნობ, სხვები "გეთამაშებიან", როგორ იქცევი?

- ვიღებ ადამიანს ისეთს, როგორსაც საკუთარ თავს მთავაზობს. ბოლო დროს ძალიან ახლოს არავის ვუშვებ, მომავალში შესაძლო იმედგაცრუებისგან თავს წინასწარ ვიზღვევ, ფრთხილი გავხდი. დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ ადამიანებისგან არანაირი ქმედება არ უნდა გამიკვირდეს, მოულოდნელობა არ უნდა იყოს. ამიტომ მირჩევნია, ჩემ გვერდით ის ადამიანები იყვნენ, რომელთა იმედიც მაქვს.

- ყველაზე მძაფრი შენში რისი სურვილია?

- სიახლე ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევს. არ მიყვარს ერთ ადგილზე გაჩერება, ერთფეროვნება. პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" იმიტომაც მიყვარს, რომ ყოველი გამოსვლის მერე უნდა იფიქრო შემდეგ გამოსვლაზე, პარტნიორზე, იმიჯზე... შენს თავს ყოველ კვირას უნდა დაუმტკიცო, რომ ძლიერი ხარ. გუშინ რომ კარგად იცეკვე, ეს უკვე წარსულია, მთავარია, დღეს რას აკეთებ? შენს თავს არ უნდა მისცე მოდუნების უფლება. ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი