მაშველებმა ბარისახოში ჩარჩენილი რუსთავის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

მაშველებმა ბარისახოში ჩარჩენილი რუსთავის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

ბარისახოდან მაშველებმა რუსთავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბარისახოდან მაშველებმა სკოლის 15 მოსწავლე და 4 მასწავლებელი გამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, მოსწავლეები უამინდობის გამო ბარისახოდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მაშველებმა 19 ადამიანი უვნებლად ვერტმფრენით გამოიყვანეს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჰქონდა ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ისინი განთავსდნენ სასტუმროში, უზრუნველყოფილი იყვნენ საკვებით. დღეს კი მოხდა მათი გამოყვანა ვერტმფრენით", - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი