ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:23 / 11-07-2017
როგორ მოექცა საბჭოთა კავშირი II მსოფლიო ომის დროს ხეიბრადქცეულ მილიონობით ჯარისკაცს - შემზარავი ფაქტები
ამბობენ, რომ ომის სიმწარეს გამარჯვების სიხარული ფარავსო. თუმცა ეს ფრაზა ომებზე გადაღებულ ფილმებს ან დაწერილ წიგნებს უფრო შეესაბამება. ომის მოტანილ ტკივილს, სიმწარეს, სიკვდილს, უბედურებას ადამიანი მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ აანალიზებს.

1945 წლის მაისში მიღწეულმა გამარჯვებამ, მშვიდობასა და გახარებასთან ერთად სსრკ-ს უამრავი ტკივილი და პრობლემა მოუტანა. ხალხის იმედები, რომ ომის მერე ბევრი რამ შეიცვლებოდა, არ გამართლდა.

ომი დამთავრებული არ იყო, როდესაც ციმბირისკენ საბჭოთა მოქალაქეებით გატენილი მატარებლები მიიჩქაროდნენ. გულაგი პატიმრების ახალი ნაკადით გაივსო. "ენ-კა-ვე-დე" იჭერდა ყველას, ვინც გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდა, ვინც ტყვეობაში იძულებით სამუშაოებზე იყო წაყვანილი. საბჭოთა ხელმძღვანელობის აზრით, ასეთ ადამიანებს საზოგადოებაში არაფერი ესაქმებოდათ. ისინი ქვეყნის მოღალატეები და სახელმწიფოს მტრები იყვნენ.

აკავებდნენ იმათაც, ვინც ბევრს ლაპარაკობდა. ვინც ევროპის განადგურებულ ქალაქებში, განსაკუთრებით ბერლინში ნანახ უკეთეს საყოფაცხოვრებო პირობებს საბჭოურ კომუნალურ საცხოვრებლებს ადარებდა. საბჭოური ისტორია ამ ყველაფრის შესახებ დუმს. დუმს ისევე, როგორც ომის შემდეგ, ომის ინვალიდების მასობრივ გასახლებაზე მსხვილი ქალაქებიდან.

ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომში 46 250 000 საბჭოთა მოქალაქე დაიჭრა. მათგან 10 მლნ-ზე მეტი ფრონტიდან დაინვალიდებული დაბრუნდა. ომის შემდეგ საბჭოთა ქალაქები მილიონობით დაბრმავებული, სახედამწვარი, წელსქვემოთ მოწყვეტილი ან სულაც ქვედა კიდურების გარეშე, ცალხელა (დაახლოებით 3 მლნ) ჯარისკაცებით გაივსო. ადამიანებით, რომლებმაც გამარჯვებას საკუთარი ჯანმრთელობა შესწირეს.

მათ ნორმალურ ცხორებას წერტილი ჰქონდა დასმული. ინვალიდებს სამსახურში არ ღებულობდნენ. ვის რაში სჭირდებოდა ცალხელა ან ცალფეხა კაცი. ბევრზე ოჯახებმა თქვეს უარი. ბევრმაც შინ დაბრუნება თავადვე არ მოისურვა - არ უნდოდა, რომ საკუთარი დასახიჩრებული და გაუბედურებული სხეულით ოჯახს ზედმეტ ტვირთად დაწოლოდა.

ომის მერე ორიოდე წელიწადში, სსრკ-ს მსხვილი ქალაქები მათხოვრებად ქცეული ომის მონაწილე ინვალიდებით გაივსო. სარჩო საბადებლის გარეშე დარჩენილი მილიონობით ხეიბარი ჯარსკაცი ფულის საშოვნელად ქუჩაში გავიდა. იმ დროს ამ კატეგორიის ხალხის დახმარებისთვის არანაირი სოციალური პროგრამა არ არსებობდა. მილიონობით დაინვალიდებული ადამიანის შენახვისთვის საჭირო ეკონომიკური რესურსი სსრკ-ს ფიზიკურად არ ჰქონდა.

1948 წელს მოსკოვსა და ლენინგრადში ომის ინვალიდების (რომლებიც თავს ქუჩაში მათხოვრობით ირჩენდნენ) დეპორტაციის პირველი ტალღა დაიწყო.

ისინი ფაშიზმზე გამარჯვებული ქვეყნის იმიჯს აკნინებდნენ. საბჭოთა ჯარისკაცი - ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ძალ-ღონით სავსე მამაკაცი იყო. სახალხო გმირი, რომელსაც მკერდი მედლებითა და ორდენებით ჰქონდა დახუნძლული და არა გაუბედურებული ხეიბარი, რომელიც ქუჩაში გამვლელებს სიგარეტსა და ფულს ემათხოვრებოდა. მსგავსი რამ საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო.

პირველ ეტაპზე დეპორტაცია რიგითებსა და სერჟანტებს შეეხო. სტალინის დროს უმაღლესი სამხედრო ჯილდოებით (მათ შორის სსრკ-ს გმირის ვარსკვლავებით) დაჯილდოებული ინვალიდების გასახლებას ვერ ბედავდნენ. ხრუშჩოვის დროს დამოკიდებულება შეიცვალა. ამიერიდან ანგარიშს აღარავის უწევდნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ სპეციალური ტერმინიც კი შემოიღო "მათხოვარი ელემენტი". ამიერიდან მათხოვრების და განსაკუთრებით ქუჩაში ხელგაშვერილი ომის ინვალიდების წინააღმდეგ კანონი სრული სიმძლავრით ამოქმედდა.

დაკავებულებს სპეციალურ დაწესებულებებში "ომისა და შრომის ინვალიდების სახლებში" ასახლებდნენ, რომლებშიც საკონცენტრაციო ბანაკებზე ოდნავ უკეთესი პირობები იყო. ყველაზე მსხვილი ასეთი ინტერნატი კარელიაში, სამყაროსგან იზოლირებულ კუნძულ ვალამზე მდებარე
ძველ მამათა მონასტერში იყო მოწყობილი. აქ მოხვედრილებს პასპორტებსა და საჯარისო წიგნაკებს ართმევდნენ. ბედის ირონიით, გმირობისთვის და სხვადასხვა ქალაქების გათავისუფლებისთვის მედლებითა და ორდენებით დაჯილდოებული ხალხი, რომელთა უმეტესი ნაწილი ფრონტზე მოხალისედ წავიდა, აღარავის სჭირდებოდა, არც ოჯახებს და არც ქვეყანას.

მათი უმეტესი ნაწილი ვალაამის მსგავს ინტერნატებში გარდაიცვალა. თავად ვალაამის მამათა მონასტერში მოწყობილმა სპეცდაწესებულებამ 1984 წლამდე იარსება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE
13:24 / 14-07-2017
ზაური
6
ქაღალდზე ომის ვეტერენებს ბევრი პრივილეგია ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე!!! მამაჩემი ომის ვეტერანი იყო ურიგოლ ეკუთვნოდა ტელეფონის დადგმა, არ დაუდგეს, ხოლო მეზობელს დაუდგეს, რომელსაც ომი კინოში თუ ჰქონდა ნანახი, მაგრამ ქრთამით დაუდგეს. ეკუთვნოდა მანქანა მაგრამ არ მისცეს, ეკუთვნოდა ავეჯი მაგრამ არ მისცეს.იყო პროდუქტების სპეციალური მაღაზია მაგრამ შეზღუდულად ასარგებლებდნენ სამაგიეროდ მაღაზიაზე მიმაგრებული იყო ისეთი ხალხი რომლებსაც არ ეკუთვოდათ და ა.შ.რაიკომის მდივნების უმრავლესობა მექრთამე იყო, ღმერთმა ისე დაჩაგროს ისინი როგორც ისინი ჩაგრავდნენ ვეტერანებს.
18:26 / 12-07-2017
hail hitler !
5
ახალგაზრდაჯორჯ კენედი:" იმედია ჰიტლერს მოშორდება ის სიძულვილი რომელიც მის გარშემოა და დარჩება წარმატებულ ლიდერად ისტორიაში, მას დიდი მიზნები ქოდნა და ამიტომაც სძულდა ყველას, ის ლეგენდაა და მისგან ლდიერები იქმნებიან".

წქრმოდგენაც რომ არ გაქვთ, ჰიტლერი მასონებს ებრძდოა, ებრაელების სახით, ჰილტერის ბრძანება არ არსებობს კავკასიაში შემოჭრისაო იძახდა შალვა მაღლაკელიძე, ჰიტლერმა არ იცოდა რომ ეგრმანელები კავკასიაში იყვნენო. ჰიტლერს არავითრი ბრძანება არ გაუცია ებრაელების მოკვლისა, ზოგი ამაში სტალინს ადანაშაულებს, სტალინამ გერმანული ფორმები ჩააცმევინა რუსებს და უკრაინული სოფელი გადააწვევინა და ჰიტლერს დააბრალეს, იგივე იყო კატინის ტრაგედიაც და ჰოლოკოსტიც. ჰიტლერი იყო გენიოსი და პატრიოტი. სტალინი წუნკალა ოსი. ჰიტლერისნაირი გენიოსები არასოდეს უნდა მარცხდებოდნენ. მალე სხვაც გამოჩნდება და ის უეჭველად გაიმარჯვებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მსგავსი სიახლეები
გერმანელი ჯარისკაცები საკუთარ თავს დაუმარცხებელ ძალად მიიჩნევდნენ
ევროპულ ქრონიკებში მაჯის საათი პირველად XVI საუკუნეშია ნახსენები. 1571 წელს
"ღარიბაშვილი მთავრობაში უფრო მასშტაბურ ცვლილებას აპირებს"
ევა ბრაუნს ებრაული მემკვიდრეობა დედის ხაზით ერგო, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე მალავდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:05 / 21-07-2017  Image "თბილისის მიკროავტობუსი" - მერიასთან ხელშეკრულებით, კომპანიას მიკროავტობუსების მთლიანი ავტოპარკის შეცვლის არანაირი ვალდებულება არ აქვს
ყვითელ მიკროავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა ეწურება
10:46 / 21-07-2017  Image რატომაა ზაფხული საუკეთესო პერიოდი ზამთრის კურორტზე ბინის შესაძენად
უძრავი ქონების შეძენა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა
13:53 / 20-07-2017  Image "ბუჰენვალდის ალქაჯის" ცხოვრება - მსოფლიოს უსასტიკესი ქალი, რომელიც ადამიანის კანისგან სუვენირებს ამზადებდა
ილზა კოხის სასამართლოზე ადამიანის კანისგან დამზადებული ნაკეთობების კოლექცია წარადგინეს
10:41 / 21-07-2017  Image რას წერდა Linkin Park-ის სოლისტი გარდაცვლილ მეგობარზე, რომლის დაბადების დღეზეც თავი მოიკლა
ბენინგტონს ექვსი შვილი დარჩა
19:50 / 20-07-2017  Image სად დაიკარგა რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად და როგორ გადაურჩა სტამბოლში მომხდარ ტერაქტს
მოგზაურობა ადამიანის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49