კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:31 / 11-07-2017
სახლი, სადაც კახა ბენდუქიძე ცხოვრობდა 3,5 მილიონად იყიდება - დაათვალიერეთ ფოტოები
უძრავი ქონების განცხადებების საიტზე saqme.ge გასაყიდად გამოტანილია თბილისში მდებარე სახლი, სადაც წლების მანძილზე ცხოვრობდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, "ცოდნის ფონდის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, ულამაზესი სახლი, რომელიც დიღომში, ელიტარულ დასახლებაში მდებარეობს, საერთო ფართით 1000 კვ.მეტრია. ძველი აშენებული სახლი ბელეტაჟზეა, ქვით და ხით ნაშენი, უზარმაზარი ვიტრინებით.



რაც შეეხება ეზოს, ფოტოებიდანაც ჩანს, რომ უზარმაზარი ეზო და ბაღი, რომელიც 5 000 კვ. მეტრზეა გაშლილი განსაკუთრებით მოვლილი და გამწვანებულია. მწვანე მოლი, დეკორატიული მცენარეები, ეზოში ჩანჩქერი-შადრევნით... სახლი 3 500 000 დოლარადაა შეფასებული.



როგორც ცნობილია, აღნიშნულ სახლში "თავისუფალი" და "აგრარული უნივერსიტეტების" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

ნახეთ მეტი ფოტო saqme.ge-ზე

მითითებულ ნომერზე დარეკვის შემდეგ, სახლის შესახებ მაკლერისგან უფრო დეტალური ინფორმაცია მოვიძიეთ:

- რამდენად ყიდით ამ სახლს?
- ამ სახლის ფასი დაახლოებით 3,5 მილიონია, შესაძლოა დააკლდეს კიდეც, მთავარია ვნახოთ რეალური მყიდველი. ეს გახლავთ ახალ დასახლებაში, სადაც დიპლომატების უბანიც არის განთავსებული. ეს სახლი ისეთი საოცარია, თავისი ედემის ბაღით, სწორედ მან გახადა ეს ქუჩა და უბანი ძვირადღირებული.



- ვინ ცხოვრობდა ამ სახლში ან
ახლა ვინც ცხოვრობს?

- არავინ არ ცხოვრობს ახლა. კახა ბენდუქიძეს ჰქონდა ნაქირავები. სულ 6 ოთახია სახლში. ეზოში არის დეკორატიული ბაღი. კვიპაროსები, ხელოვნური ჩანჩქერი, რომელიც 1-ტონიანი, ბუნებრივი თეთრი ქვებისგან არის აშენებული, ასევე სახლში არის შიდა აუზი. ქვემოთ არის მარანიც, მაგრამ კახა ბენდუქიძეს ღვინო არ უყვარდა და ფაქტიურად ხელუხლებელია ის მარანი.



მთელი ტერიტორია სახლის მეპატრონეს ეკუთვნის, რადგან მოგეხსენებათ ქართველებს უყვართ მაღალსართულიანი სახლების აშენება, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე ფასები იკლებს, ამიტომ ეს სახლი ისე არის აშენებული რომ გარშემო პერიმეტრიც მას ეკუთვნის.

- რა ფასად იყო გაქირავებული?
- აქირავებდნენ 8 000, 10 000 და 12 000 დოლარად, გააჩნია კლიენტს, კახა ბენდუქიძეს 10 000-ად ჰქონდა ნაქირავები.

ნახეთ მეტი ფოტო saqme.ge-ზე

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
08:01 / 07-09-2017
giorgi
0
საქართველოს არანახული ძარცვით გამდიდრდა და 2,5 მილიარდი ევრო აღმოაჩნდა ბელგიის ბანკებში! ჩვენმა ხელისუფლებამ კი არ დააპატიმრა და ეს ფული ვიღაც რუსებს გაატანა!
16:35 / 06-09-2017
მართალია-s
0
იმაგრარულ უნივერსიტეტს მაგ ადამიანის მიერ შესყიდვამდე, უამრავი სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი ჰქონდა, უნუკალური საცდელი ნაკვეტებით, სადაც ასევე უნიკალური ქართული სელექციური ჯიშები იყო გამოყვანილი და მაგ ადამიანის დროს განადგურდა, სამუდამოდ...
მსგავსი სიახლეები
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
მშენებლობის დაწყებას ძალიან ბევრი სირთულე და უამრავი ნიუანსი ახლავს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.
ყიდულობენ ნაკვეთს, მასზე თავადვე აშენებენ სახლს ან სახლებს და შემდგომ ყიდიან
ანასტასიას რჩეული ნიკოლოზ ბოლქვაძეა
+PHOTO "მადლობა თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის!"
+PHOTO უცნობია, რატომ დახურეს და არ უცხოვრიათ ბინაში მის პატრონებს
სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა
+VIDEO შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
+PHOTO დიდი დიღმის ტრასაზე აღნიშნული ფაქტის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:36 / 25-09-2017  Image მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ტემპერატურის ვარდნა - უახლოესი დღეების პროგნოზი
27-28 სექტემბერს საქართველოში ცივი მასების გავრცელების გამო
11:14 / 25-09-2017  Image დონალდ ტრაპმა 8 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეუზღუდა
ამის შესახებ თეთრი სახლის საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი
18:15 / 25-09-2017  Image "ბილტმორ თბილისის" საკვირაო ბრანჩი "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" შვილობილების მხარდასაჭერად
წელს "სიცოცხლის ფესტივალის" ფარგლებში ეს პირველი ღონისძიება არ ყოფილა
09:27 / 25-09-2017  Image ვჭამთ თუ არა რეალურად "ნამდვილ პურს" - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა
პურის უხარისხობა მრავალი კომპონენტითაა განპირობებული
14:26 / 25-09-2017  Image კრასნოდარში კანიბალების ოჯახი დააკავეს
НТВ-ს ცნობით, კანიბალები ოჯახის წევრები არიან და მათ შესაძლოა შვიდიდან 30-მდე მკვლელობა ჰქონდეთ ჩადენილი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49