ავტორი:

სახლი, სადაც კახა ბენდუქიძე ცხოვრობდა 3,5 მილიონად იყიდება - დაათვალიერეთ ფოტოები

სახლი, სადაც კახა ბენდუქიძე ცხოვრობდა 3,5 მილიონად იყიდება - დაათვალიერეთ ფოტოები

უძრავი ქონების განცხადებების საიტზე saqme.ge გასაყიდად გამოტანილია თბილისში მდებარე სახლი, სადაც წლების მანძილზე ცხოვრობდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, "ცოდნის ფონდის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, ულამაზესი სახლი, რომელიც დიღომში, ელიტარულ დასახლებაში მდებარეობს, საერთო ფართით 1000 კვ.მეტრია. ძველი აშენებული სახლი ბელეტაჟზეა, ქვით და ხით ნაშენი, უზარმაზარი ვიტრინებით.

რაც შეეხება ეზოს, ფოტოებიდანაც ჩანს, რომ უზარმაზარი ეზო და ბაღი, რომელიც 5 000 კვ. მეტრზეა გაშლილი განსაკუთრებით მოვლილი და გამწვანებულია. მწვანე მოლი, დეკორატიული მცენარეები, ეზოში ჩანჩქერი-შადრევნით... სახლი 3 500 000 დოლარადაა შეფასებული.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ სახლში "თავისუფალი" და "აგრარული უნივერსიტეტების" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

ნახეთ მეტი ფოტო saqme.ge-ზე

მითითებულ ნომერზე დარეკვის შემდეგ, სახლის შესახებ მაკლერისგან უფრო დეტალური ინფორმაცია მოვიძიეთ:

- რამდენად ყიდით ამ სახლს?

- ამ სახლის ფასი დაახლოებით 3,5 მილიონია, შესაძლოა დააკლდეს კიდეც, მთავარია ვნახოთ რეალური მყიდველი. ეს გახლავთ ახალ დასახლებაში, სადაც დიპლომატების უბანიც არის განთავსებული. ეს სახლი ისეთი საოცარია, თავისი ედემის ბაღით, სწორედ მან გახადა ეს ქუჩა და უბანი ძვირადღირებული.

- ვინ ცხოვრობდა ამ სახლში ან ახლა ვინც ცხოვრობს?

- არავინ არ ცხოვრობს ახლა. კახა ბენდუქიძეს ჰქონდა ნაქირავები. სულ 6 ოთახია სახლში. ეზოში არის დეკორატიული ბაღი. კვიპაროსები, ხელოვნური ჩანჩქერი, რომელიც 1-ტონიანი, ბუნებრივი თეთრი ქვებისგან არის აშენებული, ასევე სახლში არის შიდა აუზი. ქვემოთ არის მარანიც, მაგრამ კახა ბენდუქიძეს ღვინო არ უყვარდა და ფაქტიურად ხელუხლებელია ის მარანი.

მთელი ტერიტორია სახლის მეპატრონეს ეკუთვნის, რადგან მოგეხსენებათ ქართველებს უყვართ მაღალსართულიანი სახლების აშენება, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე ფასები იკლებს, ამიტომ ეს სახლი ისე არის აშენებული რომ გარშემო პერიმეტრიც მას ეკუთვნის.

- რა ფასად იყო გაქირავებული?

- აქირავებდნენ 8 000, 10 000 და 12 000 დოლარად, გააჩნია კლიენტს, კახა ბენდუქიძეს 10 000-ად ჰქონდა ნაქირავები.

ნახეთ მეტი ფოტო saqme.ge-ზე

"ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ" - უშგულელი გენიოსი, მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა

"რომ მეკითხებიან როგორ ვარ, ვპასუხობ, რომ უცნაურად - თითქოს გაგუდული ვარ" - როგორ მკურნალობს კოვიდინფიცირებული მანიკა ასათიანი?

"დარწმუნებული ვარ, კახა გვიყურებს და უღიმის ცნობილი ულვაშებში ღიმილით" - ბენდუქიძის ქალიშვილს მამის გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე ვაჟი შეეძინა