რა უნდა ვიცოდეთ პროდუქციის შეძენისას?

რა უნდა ვიცოდეთ პროდუქციის შეძენისას?

საქართველოში მომხმარებლის მოტყუებამ აქტიური ხასიათი მიიღო - მომხმარებლები თითქმის ყოველდღიურად წერენ სოციალურ ქსელებში მათი უფლებების დარღვევის შესახებ.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასისტენტი - თამარ გობეჯიშვილი აცხადებს, რომ მათ ორგანიზაციას ძალიან ბევრი მოტყუებული ადამიანი მიმართავს. ქალბატონ თამარს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ყველაზე გავრცელებულ შემთხვევებზე ვესაუბრეთ.

- ყველაზე ფართოდ გავრცელებული "მეთოდი" მომხმარებლის წონაში მოტყუებაა - ამას ჩვენს მაღაზიებში მასობრივი ხასიათი აქვს, თუმცა იშვიათად მჟღავნდება. ასეთი ფაქტები მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც რომელიმე დაეჭვებული მყიდველი წონას სხვა სასწორზე გადაამოწმებს. ეს არის პრობლემა, რომელსაც ლამის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით, მაგრამ პატრონი არა ჰყავს: სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს, არ არსებობს. არ არსებობს საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ სურსათის გამყიდველს სასწორი დაკალიბრებული ჰქონდეს. ამის გამო, როგორც თვითონ უნდათ, სასწორსაც ისე აყენებენ.

- რას ნიშნავს "დაკალიბრებული" სასწორი?

- აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან არსებობს სპეციალური ორგანო, სადაც მეწარმე უნდა მივიდეს, სასწორს შეუმოწმებენ და ისე დააყენებენ, რომ ზუსტ წონას აჩვენებს. ერთი წლის შემდეგ სასწორი ისევ უნდა გადაამოწმონ, რომ არ აირიოს. ეს სულ რაღაც ნახევარსაათიანი პროცედურაა, რომელსაც არავინ ასრულებს: კანონი მაღაზიებს არ ავალდებულებს, რომ დაკალიბრებული სასწორი ჰქონდეთ. ამიტომაც იქცევიან თვითნებურად. ქართველი მომხმარებელი ძალიან იშვიათად აცხადებს, რომ წონაში მოატყუეს. რატომღაც მოსახლეობას ჰგონია, რომ გამყიდველი მხოლოდ ბაზარში მოატყუებს და არა - სუპერმარკეტში, ან უბნის მაღაზიაში. მომხმარებელმა ხშირად ისიც არ იცის, რომ სასწორი დაკალიბრებული უნდა იყოს და სურვილიც არ უჩნდება წონა გადაამოწმოს. ბიზნესიც ცდილობს დამატებითი ხარჯი არ გაუჩნდეს და საბოლოო ჯამში ისევ მომხმარებელი ზარალდება. ყველა მაღაზია და სუპერმარკეტი ვალდებული რომ იყოს, სასწორი დაკალიბრებული ჰქონდეს, ეს საკითხი თავისთავად მოგვარდებოდა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი