ვაჟა-ფშაველაზე მოქალაქემ სამარშუტო ტაქსის დაყაჩაღება სცადა - ინციდენტის დროს მიკროავტობუსი ბორდიურს შეეჯახა

ვაჟა-ფშაველაზე მოქალაქემ სამარშუტო ტაქსის დაყაჩაღება სცადა - ინციდენტის დროს მიკროავტობუსი ბორდიურს შეეჯახა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ სამარშუტო ტაქსის დაყაჩაღება სცადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაზარალებულმა მძღოლმა განუცხადა, თავდამსხმელმა მას ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა.

ამის შემდეგ თავდამსხმელმა თავად სცადა საჭის მართვა, რის გამოც მძღოლმა მართვა დაკარგა და ბორდიურს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლმა მცირე დაზიანება მიიღო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა თავდამსხმელი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ფსიქიურადაა დაავადებული.

ვიდეო: LIVE: რა ხდება შემთხვევის ადგილზე სადაც სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი