თბილისელები ყველაზე ნეგატიურად ქმრის ღალატსა და სარწმუნოებისადმი მტრობას მიიჩნევენ - კვლევის შედეგები

თბილისელები ყველაზე ნეგატიურად ქმრის ღალატსა და სარწმუნოებისადმი მტრობას მიიჩნევენ - კვლევის შედეგები

რა დამოკიდებულება აქვთ თბილისის მაცხოვრებლებს არანორმატიული ქმედებების ჩადენის მიმართ - ამ საკითხზე ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა "ეისითიმ" კვლევა ჩაატარა.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, თბილისის 400 ზრდასრულ მოსახლეს შორის, 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

როგორც კვლევით ირკვევა, თბილისის მოსახლეობა არანორმატიული, არაკანონიერი ქმედებების მიმართ შეუმწყნარებლობის მაღალი ხარისხით ხასიათდება.

თბილისელები ყველაზე ნეგატიურად აფასებენ სხვადასხვა უმცირესობების მიმართ მტრული დამოკიდებულების გამოვლენის ფაქტებს, განსაკუთრებით კი რელიგიური და ეროვნული უმცირესობის შემთხვევებში (გაუმართლებელია - 97%; 95%). თუმცა, მტრული დამოკიდებულების გამოვლენის მიმართ დამოკიდებულება შედარებით ნაკლებად ნეგატიურია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების მიმართ (გაუმართლებელია - 80%).

ინფოგრაფიკა "ეისითი"

მეუღლის ღალატის მიმართ თბილისელთა ლოიალობის ხარისხი განსხვავდება "მოღალატის" სქესის მიხედვით - ქალის მიერ ღალატი ერთ-ერთი ყველაზე გაუმართლებელი საქციელია (96%), მაშინ, როდესაც მამაკაცის ღალატის მიმართ დამოკიდებულება შედარებით ლმობიერია (82%).

reclama

ყველაზე გაუმართლებელი ქცევების სიაში ასევე შევიდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება (92%), გადასახადებისგან თავის არიდება (91%), ქრთამის აღება/მიცემა (90%).

კვლევის ფარგლებში ასევე გამოვლინდა ისეთი არანორმატიული ქმედებები, რომელთა მიმართ თბილისელები შედარებით შემწყნარებლები აღმოჩნდნენ: სიმთვრალე / ალკოჰოლიზმი (გაუმართლებელია - 65%), ნაპოვნი ნივთების / ფულის მითვისება (71%), პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა (74%) და ჯარში მსახურობის თავიდან აცილება (75%) ის ქმედებებია, რომელთა ჩადენა საზოგადოების თვალში ყველაზე მეტად პოულობს გამართლებას.

წყარო: act-global.com

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი