სოფელ ბერშუეთთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

სოფელ ბერშუეთთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

სოფელ ბერშუეთთან მდებარე საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საოკუპაციო ხაზზე ახალი ბანერების დამონტაჟებას და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია გააქტიურდეს როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება.

აქციის მონაწილეები ასევე ეხმაურებიან თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ "ქართველთა მარშს" და ამბობენ, რომ უმჯობესი იქნება საქართველოს მოქალაქეებმა გააპროტესტონ ის რეალური პრობლემები და საფრთხეები, რაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ეხება და გამოგონილი პრობლემების ნაცვლად, რეალურ მტერს აჩვენონ თავიანთი ერთსულოვნება.

სოფელ ბერშუეთთან, საოკურაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს დილითაც გაიმართა აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე სეპარატისტული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის ქმედებებს აპროტესტებდნენ, ხელისუფლებას კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკის გააქტიურებისკენ მოუწოდებდნენ.

მოგვიანებით, ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ, სოფელ ყარაფილაში, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი იმყოფებოდა, რომელმაც საოკუპაციო ჯარის მიერ დამონტაჟებული ახალი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ნახა და ადგილზე სიტუაციას გაეცნო.

იან კელის განცხადებით, მსგავსი ფაქტი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მეზობელ სახელმწიფოზე ახორციელებს, მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნულ საკითხს მუდმივად ადევნებს თვალს და მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მათ შორის, სამხედრო პოლიცია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი