პატრიარქმა ხაშურში ბანას ანალოგიური ტაძრის საძირკველი აკურთხა

პატრიარქმა ხაშურში ბანას ანალოგიური ტაძრის საძირკველი აკურთხა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიაზე, ბანას ანალოგიური ტაძრის საძირკველი აკურთხა.

"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, იწყება ისტორიული მნიშვნელობის ახალი ბანას საძირკვლის კურთხევა. ღმერთმა ინებოს მადლი ღვთისა, სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი ღვთაებრივი მადლი მხოლოდ მოვიდეს ამას ტაძარსა ზედა და ყოველი ადამიანი, რომელიც შესთხოვს უფალს დახმარებას, აღესრულოს მას. ამინ", - ბრძანა უწმინდესმა.

პრემიერი სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას და კათოლიკოს-პატრიარქს მიესალმა.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს მართლაც ღირსშესანიშნავი დღეა, რადგან ახალი კომპლექსის მშენებლობა იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპლექსი იქნება როგორც საეკლესიო დატვირთვის, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული კერა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გამთლიანების, ხვალინდელი დღის იმედების აღსრულების დასაწყისი", - განაცხადა პრემიერმა.

მისი განცხადებით, დღევანდელი დღე ასევე მნიშვნელოვანი დღეთაგანი, რომლითაც აღინიშნება პატრიარქის მოღვაწეობა, რომელსაც წელს აღსაყდრების 40 წლისთავი და დაბადებიდან 85 წლისთავი უსრულდება. ასევე მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან აღინიშნება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი.

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ თქვენო უწმინდესობავ, ეს ღირსშესანიშნავი, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე მთელი ჩვენი ერისთვის. პირველ რიგში მინდა ამდენი ადამიანის სიყვარული მოგილოცოთ. მინდა ყველა თქვეგანს მივულოცო ამ უმნიშვნელოვანესი კომპლექსის მშენებლობის დასაწყისი", - აღნიშნა პრემიერმა.

ბანას მრგვალი ფორმის ტაძრის ნანგრევები ისტორიულ ტაო-კლარჯეთშია. ტაძარი, სავარაუდოდ, VII საუკუნის შუა წლებში ააშენეს. ადარნასე II-ის დროს (881-923), ბანას საეპისკოპოსოს დაარსების შემდეგ ტაძარი გადაკეთდა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი