ინგა გრიგოლიას ქალიშვილი დაოჯახდა

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი დაოჯახდა

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას შვილი, მარიამ გრიგოლია დაოჯახდა. ამის შესახებ მარიამის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოსურათითა და მილოცვებით ხდება ცნობილი.

მარიამმა ფეისბუქის პირად გვერდზე მისი და მეუღლის - ნიკოლოზ გამეზარდაშვილის ფოტო განათავსა. წყვილი დიდი ხანია ერთმანეთს ხვდება და უკვე ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტეს. ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოყვა - მეგობრები და ნაცნობები ახალგაზრდებს დაოჯახებას ულოცავენ.

ნიკოლოზ გამეზარდაშვილი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟია. მარიამ გრიგოლია, რომელიც შს სამინისტროს თანამშრომელია, სწორედ ზურაბ გამეზარდაშვილის დეპარტამენტში მუშაობდა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი