აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთში ავარიის დროს დაშავებულები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთში ავარიის დროს დაშავებულები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული „ერისიონის“ საბავშვო სტუდია ''ლამპრების'' წევრები მოინახულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, ტრაპზონში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემისქანი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს.

დაშავებულები აესევ მოინახულა ტრაპზონის მერმა, ვოლქან ჯანალიოღლუმ. პრესსამსახურის ცნობით, დაშავებულები თავს კარგად გრძნობენ. ორი მათგანი გადაყვანილია საავადმყოფოში და ექიმთა შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. იგეგმება ბავშვების საქართველოში გადმოყვანა.

ავტოსაგზაო შემთხევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგდ 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი