თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ოთხი პირი საავადმყოფოში რჩება

თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ოთხი პირი საავადმყოფოში რჩება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ოთხი ადამიანი საავადმყოფოში რჩება. მისივე თქმით, ბავშვები დაახლოებით ერთ საათში საქართველოში გამოემგზავრებიან.

”ავტობუსში მყოფი საქართველოს 38 მოქალაქიდან ორი იყო მძღოლი, ხოლო 36 ანსამბლის წევრი და მათი თანმხლები პირი, მათ შორის იყო 26 ბავშვი. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია. პრაქტიკულად ყველა მათგანი გამოწერილია კლინიკიდან და ტრაბზონში იკრიბებიან. ოთხი მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა, რომელიც ანსამბლის ოპერატორია, მძიმეა. გარდა იმისა, რომ აქვს თავის ტვინის დახურული ტრავმა, აქვს მრავლობითი მოტეხულობა. გადასაწყვეტია საკითხი ოპერაციული ჩარევის შესახებ. ერთ-ერთ მძღოლს აქვს მენჯის ძვლების ტრავმა. ერთ თანმხლებ პირს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ტრაბზონში ტრავმული ამპუტაციის გამო გადმოიყვანეს ქალბატონი, რომელმაც მარჯვენა ქვედა კიდური დაკარგა”, - განუცხადა ზაალ მიქელაძემ ”რუსთავი2”-ს.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ტრაპიზონში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი