საბავშვო სტუდია "ლამპრების" მოცეკვავეები სამშობლოში დაბრუნდნენ

საბავშვო სტუდია "ლამპრების" მოცეკვავეები სამშობლოში დაბრუნდნენ

საბავშვო სტუდია "ლამპრების" მოცეკვავეები უკვე საქართველოში არიან. მათ სარფის სასაზღვრო პუნქტი მშობლებთან, ანსამბლის ხელმძღვანელებთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად გვიან ღამით გადმოკვეთეს.

დაშავებულების მოსანახულებლად თურქეთში რეგიონის პირველი პირები იმყოფებოდნენ. როგორც ზურაბ პატარაძემ განაცხადა, დაშავებული ექვსი პირის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი თურქეთში იმყოფებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი