ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:46 / 17-07-2017
პროდუქტები, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად უნდა შევზღუდოთ
ასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი იზრდება, რასაც პრევენციული ზომები უნდა დავუპირისპიროთ. ექიმები ნებისმიერ ასაკში ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობისკენ მოგვიწოდებენ, თუმცა არსებობს სპეციფიკური რეკომენდაციები, რომლებიც მას შემდეგ უნდა გავითვალისწინოთ, რაც 40 წელს გადავაბიჯებთ.

ენდოკრინოლოგი ქეთევან ტაბატაძე გვირჩევს, რომ ამ ასაკიდან მარილისა და შაქრის მიღება მკვეთრად შევზღუდოთ. მისი თქმით, მარილი უჯრედში სითხის შეკავებას უწყობს ხელს, გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს კი ეს პრობლემებს უქმნით. გარდა ამისა, მარილიანი პროდუქტის მიღების შემდეგ დიდი რაოდენობით სითხეს ვსვამთ, რაც ამ ტიპის დაავადებების მქონე პირებისთვის რეკომენდებული
არ არის.

"რაც შეეხება ტკბილ პროდუქტებს, მათი მიღება 40 წლის შემდეგ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ. ხანშიშესული პირების ნაწილს ასევე ოსტეოქონდროზი ანუ ე.წ მარილების დაგროვება აწუხებთ, ამიტომ მათ მარილის მიღება აუცილებლად უნდა შეამცირონ, - "მარილის შეზღუვას რეკომენდაციას გულსისხლძარღვთა სისტემის, ჰიპერტენზიისა და ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის ვუწევ," - განმარტავს მედიკოსი.

ქეთევან ტაბატაძე ასევე განმარტავს, რომ ძალიან ცხარე და მჟავე საკვები კუჭ-ნაწლავზე უარყოფითად აისახება, - "მათი რაოდენობის დაბალანსება არამხოლოდ 40 წლის შემდეგ, არამედ ნებისმიერ ასაკში აუცილებელია," - დასძენს ენდოკრინოლოგი. წაიკითხეთ გაგრძელება
13:32 / 18-07-2017
Georgia
0
ბლა, ბლა ეს ყველაფერი და გეტყვით რატომ, ჩემმა წინაპრებმა ყველამ დიდი ხანი იცოცხლა, ასე მოხდა. ერთი ბებო, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეორე 104-ის, ბაბუამც დიდიხანი გაძლო, კაცი პირობაზე 92 წელი ცოტა არაა, თან, ეწეოდა კიდეც ... ცხოვრებაში არაფერი გაუზომიათ და არც საკვებზე უთქვამთ უარი, არც არაფერი აწუხებდათ ... თუ უნდა იცოცხლო, იცოცხლებ კიდეც, უბრალოდ მავნე ჩვევები, მართლაც არ არის სასარგებლო და თავი უნდა შეიკავო ადამიანმა, ხოლო შრომა, მოძრაობა და სიციცხლით ტკბობა კი აუცილებელი პირობაა ...
12:42 / 18-07-2017
პეტრე
0
ჭამა–სმა კი არა, вообще სიცოცხლეა რისკიანი და вредный. ამიტომ 40 წლის ზემოთ სიცოცხლე უნდა შევზღუდოთ. ჯანმრთელი ადამიანი – მკვდარი ადამიანი!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:05 / 21-07-2017  Image "თბილისის მიკროავტობუსი" - მერიასთან ხელშეკრულებით, კომპანიას მიკროავტობუსების მთლიანი ავტოპარკის შეცვლის არანაირი ვალდებულება არ აქვს
ყვითელ მიკროავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა ეწურება
10:46 / 21-07-2017  Image რატომაა ზაფხული საუკეთესო პერიოდი ზამთრის კურორტზე ბინის შესაძენად
უძრავი ქონების შეძენა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა
13:53 / 20-07-2017  Image "ბუჰენვალდის ალქაჯის" ცხოვრება - მსოფლიოს უსასტიკესი ქალი, რომელიც ადამიანის კანისგან სუვენირებს ამზადებდა
ილზა კოხის სასამართლოზე ადამიანის კანისგან დამზადებული ნაკეთობების კოლექცია წარადგინეს
10:41 / 21-07-2017  Image რას წერდა Linkin Park-ის სოლისტი გარდაცვლილ მეგობარზე, რომლის დაბადების დღეზეც თავი მოიკლა
ბენინგტონს ექვსი შვილი დარჩა
19:50 / 20-07-2017  Image სად დაიკარგა რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად და როგორ გადაურჩა სტამბოლში მომხდარ ტერაქტს
მოგზაურობა ადამიანის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49