კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:39 / 17-07-2017
"ერთადერთი რაც შევძელი, ბავშვებს გადავეღობე, რომ ფანჯრიდან არ გავარდნილიყვნენ..." - რას ყვება დედა, რომელსაც ავარიის შემდეგ ფეხი მოკვეთეს
16 ივლისს, თურქეთში მომხდარი ავარიის დროს ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდა ქალი ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი თანამშრომელია. "იმედის გმირების" და "გრიფით საიდუმლოს" ყოფილი პროდიუსერი მაია ებრალიძე გასტროლზე მცირეწლოვან შვილს მიყვებოდა. ავარიის დროს მიღებული ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა მისთვის ფეხის შენარჩუნება ვერ შეძლეს და მოკვეთეს.

ებრალიძე ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში რჩება და ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადის, მას ერთ კვირაში გამოწერენ საავადმყოფოდან. რაც შეეხება მის მცირეწლოვან შვილს, ბავშვი არ დაშავებულა და ის უკვე თბილისში იმყოფება.

მაია ებრალიძემ "პალიტრანიუსის" გადაემა "დღის თემის" ეთერში ავარიის მომენტზე და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ასევე წაიკითხეთ: "ამ გოგოს დღეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს... ამაზე არავინ პასუხს არ აგებს!" - თურქეთში მომხდარ ავარიაში "იმედის" ყოფილი თანამშრომელი დაშავდა

"ავარიის დროს ყველას ეძინა, მე გამეღვიძა მაშინ, როცა ავტობუსი უკვე გადაბრუნებული იყო და მინდორზე მიხოხავდა. ერთადერთი რაც შევძელი, ავტობუსის სალონისკენ სახით შევბრუნდი, რადგან ჩემი შვილი გვერდით მეჯდა და ბავშვებს გადავეღობე, რომ არ გავარდნილიყვნენ ფანჯრიდან... ერთადერთი ეს მოვიაზრე იმ მომენტში... საბედნიეროდ 26-ვე ბავშვი არის ჯანმრთელად და არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გონება არც ერთი წამით არ დამიკარგავს. სასწრაფოები ძალიან მალე მოვიდა, მაგრამ ჩემი გამოყვანა გაჭირდა - ფეხი ავტობუსის ქვეშ მქონდა მოყოლილი, საჭირო გახდა სპეციალური აპარატით ავტობუსის ნაწილების გადახერხვა, რომ გამოვეყვანე... სხვა არანაირი შეფერხება არ ყოფილა, პირიქით, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა როგორც თურქეთის, ასე საქართველოს მხარეს, ყველას ვერ ჩამოვთვლი, რადგან უამრავი ადამიანი მოვიდა, გვინახულეს საავადმყოფოში, მადლობა ასეთი თანადგომისთვის. ასევე თურქეთის მოქალაქეებს, რომლებიც ავარიის შემდეგ გვეხმ
არებოდნენ რითიც შეეძლოთ..." - იხსენებს მაია ებრალიძე ავარიის შემდგომ პერიოდს.

რაც შეეხება დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის სტაბილურადაა და საავადმყოფოში ერთ კვირას დარჩება:

"ფეხის ამპუტაციის გარდა, სხვა არანაირი სახის დაზიანება არ მაქვს. რადგან ფანჯრის მხარეს ვიჯექი, ვარდნა არ განმიცდია, ზუსტად ჩემ მხარეს გადაბრუნდა ავტობუსი და ბავშვები დავიჭირე... მე არაფერს დავჯახებივარ, ფეხი მომყვა გარეთ ფანჯრიდან და შემდეგ ავტობუსი დამეცა ზევიდან. სხვა არაფერი ტრავმა არ მაქვს გარდა იმისა, რომ ფეხი ვერ შემინარჩუნეს, სამწუხაროდ..." - აღნიშნა მაია ებრალიძემ "დღის თემაში" საუბრისას.

იხილეთ ვიდეო
23:10 / 18-07-2017
ნინო
0
გაოცებული ვარ, ასეთი ადამიანი ალბათ არასდროს მინახავს უფალმა დაიფაროს თქვენი ოჯახი და დიდხანს ჯანმრთელად უმყოფოს თქვენი თავი თქვენს შვილებს.ნამდვილი გმირი და სამაგალითო ადამიანი ხართ.
15:30 / 18-07-2017
მერაბი
0
რესპექტი! დიდი პატივისცემით!
მსგავსი სიახლეები
ავარია ქობულეთში: მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემთხვევის შედეგად 4 მსუბუქი ავტომანქანა დაიმტვრა
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები შეეჯახნენ
გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს
ავარიის შედეგად, ტრაილერის მძღოლი მსუბუქად დაშავდა
სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა
"ლიკვიდაცია კომპანიამ მალევე მოახერხა, თუმცა უცნობია, რატომ გახანგრძლივდა საბაგიროს შეფერხებით მუშაობა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:36 / 23-09-2017  Image ბოლო ინფორმაცია დაბა წაღვერიდან - არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე
"სიტუაციას ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ"
16:26 / 23-09-2017  Image მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად
+VIDEO ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" შეასრულეს
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
22:48 / 22-09-2017  Image ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა
+VIDEO მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49