კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:57 / 17-07-2017
რა გახდა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის მიზეზი - რას აცხადებენ მოვაჭრეები
მოვაჭრეების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი შესაძლოა, ერთ-ერთ საწყობში არსებული მაცივრის გაუმართაობას გამოეწვია.

აღნიშნული ვერსია ჟურნალისტებთან საუბრისას დიდუბის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმაც გააჟღერა.

ამასთან, დიდუბის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, ბაზრის საწყობებში ცეცხლი 200 კვ.მ ფართობზე გავრცელდა.

მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება 15.15 საათზე შევიდა, ნახევარ საათში კი ხანძრის ლოკალიზაცია მოხდა.

"ცეცხლი, სავარაუდოდ მაცივრიდან გავრცელდა, ზარალი უცნობია", - განაცხადა გამგებელმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბაზრობებზე პრევენციული შემოწმებები პერიოდულად ტარდება. როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, გამგეობა უახლოეს პერიოდში ბაზრის მეპატრონეებთან შეხვედრას გეგმავს, "რომლის დროსაც შემოწმების აქტების გადახედვა იგეგმება".

"ნამდვილად ცუდი ფაქტებია, ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო, რაც დღეს მოხდა, თუმცა მსხვერპლი არ არის. სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები აქ არიან.
ბრალეულობა გამოიკვეთოს და ზარალის ანაზღაურებაზე შემდეგ იქნება საუბარი", - განაცხადა დიდუბის გამგებელმა.

მისივე განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პერმანენტულად მიმდინარეობს ბაზრის ტერიტორიის შემოწმება, რომელსაც უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.

"ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულად ტარდება უსაფრთხოების ნორმების შემოწმება, რომელსაც უსაფრთხოების სამსახური ატარებს. პრევენციის მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ შევხვდეთ ბაზრის ხელმძღვანელ პირებს, მფლობელებს სწორედ უსაფრთხოების ნორმებზე სასაუბროდ. ხანძრის
გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. შესაბამისად, წინასწარ ვერ გეტყვით, რა ფორმით ჩაერთვება გამგეობა აღნიშნულთან დაკავშირებით, ვისი ბრალეულობა იკვეთება და ა.შ. და მოხდება თუ არა დაზარალებულების ფულადი კომპენსაცია", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია 180-დან 200 კვ.მ-მდე ფართობი, სადაც ბაზრობის ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები პროდუქტს ინახავდნენ. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. უსაფრთხოებისთვის ამ დრომდე გადაკეტილია ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა.
10:36 / 18-07-2017
Lou
0
ეს ბაზრობებზე ხანძრები უბრალო დამთხვევაა?
07:13 / 18-07-2017
ბონდო
0
რაღაც ძალიან ხშირად რომ ჩნდება ბაზრობებზე ხანძარი,ხომ არაფერზე მიგვანიშნებს?
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:36 / 25-09-2017  Image მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ტემპერატურის ვარდნა - უახლოესი დღეების პროგნოზი
27-28 სექტემბერს საქართველოში ცივი მასების გავრცელების გამო
11:14 / 25-09-2017  Image დონალდ ტრაპმა 8 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეუზღუდა
ამის შესახებ თეთრი სახლის საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი
18:15 / 25-09-2017  Image "ბილტმორ თბილისის" საკვირაო ბრანჩი "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" შვილობილების მხარდასაჭერად
წელს "სიცოცხლის ფესტივალის" ფარგლებში ეს პირველი ღონისძიება არ ყოფილა
09:27 / 25-09-2017  Image ვჭამთ თუ არა რეალურად "ნამდვილ პურს" - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა
პურის უხარისხობა მრავალი კომპონენტითაა განპირობებული
14:26 / 25-09-2017  Image კრასნოდარში კანიბალების ოჯახი დააკავეს
НТВ-ს ცნობით, კანიბალები ოჯახის წევრები არიან და მათ შესაძლოა შვიდიდან 30-მდე მკვლელობა ჰქონდეთ ჩადენილი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49