რა გახდა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის მიზეზი - რას აცხადებენ მოვაჭრეები

რა გახდა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის მიზეზი - რას აცხადებენ მოვაჭრეები

მოვაჭრეების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი შესაძლოა, ერთ-ერთ საწყობში არსებული მაცივრის გაუმართაობას გამოეწვია.

აღნიშნული ვერსია ჟურნალისტებთან საუბრისას დიდუბის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმაც გააჟღერა.

ამასთან, დიდუბის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, ბაზრის საწყობებში ცეცხლი 200 კვ.მ ფართობზე გავრცელდა.

მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება 15.15 საათზე შევიდა, ნახევარ საათში კი ხანძრის ლოკალიზაცია მოხდა.

"ცეცხლი, სავარაუდოდ მაცივრიდან გავრცელდა, ზარალი უცნობია", - განაცხადა გამგებელმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბაზრობებზე პრევენციული შემოწმებები პერიოდულად ტარდება. როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, გამგეობა უახლოეს პერიოდში ბაზრის მეპატრონეებთან შეხვედრას გეგმავს, "რომლის დროსაც შემოწმების აქტების გადახედვა იგეგმება".

"ნამდვილად ცუდი ფაქტებია, ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო, რაც დღეს მოხდა, თუმცა მსხვერპლი არ არის. სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები აქ არიან.

ბრალეულობა გამოიკვეთოს და ზარალის ანაზღაურებაზე შემდეგ იქნება საუბარი", - განაცხადა დიდუბის გამგებელმა.

მისივე განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პერმანენტულად მიმდინარეობს ბაზრის ტერიტორიის შემოწმება, რომელსაც უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.

"ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულად ტარდება უსაფრთხოების ნორმების შემოწმება, რომელსაც უსაფრთხოების სამსახური ატარებს. პრევენციის მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ შევხვდეთ ბაზრის ხელმძღვანელ პირებს, მფლობელებს სწორედ უსაფრთხოების ნორმებზე სასაუბროდ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. შესაბამისად, წინასწარ ვერ გეტყვით, რა ფორმით ჩაერთვება გამგეობა აღნიშნულთან დაკავშირებით, ვისი ბრალეულობა იკვეთება და ა.შ. და მოხდება თუ არა დაზარალებულების ფულადი კომპენსაცია", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია 180-დან 200 კვ.მ-მდე ფართობი, სადაც ბაზრობის ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები პროდუქტს ინახავდნენ. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. უსაფრთხოებისთვის ამ დრომდე გადაკეტილია ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი